„ნაცმოძრაობას“ უნდა პროვოკაციების მოწყობა, საზოგადოებას მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფხიზლად, სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას, რათა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ

„ნაცმოძრაობას“ უნდა პროვოკაციების მოწყობა, საზოგადოებას მოვუწოდებ, იყვნენ ძალიან ფხიზლად, სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას, რათა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ
„ნაცმოძრაობაში“ საუბრობენ აქტიურად პროვოკაციებზე, მათ უნდათ პროვოკაციების მოწყობა, მე საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ იყვნენ ძალიან ფხიზლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო მიიღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მიეცეს.
„ნაცმოძრაობაში“ საუბრობენ აქტიურად პროვოკაციებზე, მათ უნდათ პროვოკაციების მოწყობა ამასთან დაკავშირებით ბრიფინგიც ჩავატარე. მე საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ იყვნენ ძალიან ფხიზლად, ძალიან ფრთხილად და არავინ უნდა დაუშვას ასეთი პროვოკაციების მოწყობა. სახელმწიფო ყველა შემთხვევაში მიიღებს ყველა ზომას იმისათვის, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ჩვენ პროვოკაციების მოწყობის საშუალება არ მივცეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი მოუწოდებდა ეუთოს, რომ მხარი დაეჭირა სირიის ახალი ხელისუფლებისადმი და სიტყვა არ იყო ნათქვამი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გაწვევაზე. ჩვენი მოთხოვნით ეს საკითხი ჩაიწერა რეზოლუციაში

კანონის წინაშე ყველა თანასწორია. როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც – არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს