“ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან” – პიანიჩმა ცსკა-ში გადასვლის მიზეზი განმარტა

ცსკა-ს ახალწვეულმა მირალემ პიანიჩმა რუსულ კლუბში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
ბოსნიელი ფეხბურთელის თქმით, ცსკა ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის.
“ცსკა-ში გადმოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ძალიან დიდი ისტორიის მქონე კლუბია. მათ კარგად ვიცნობ, რადგან ევროტურნირებზე ცსკა-ს წინააღმდეგ მითამაშია. სასიამოვნოა, რომ ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვიან. გარდა ამისა, ჰყავთ ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელები, ასევე – ისეთი ლეგენდა, როგორიც იგორ აკინფეევია.
ეს გამოწვევა ძალიან მჭირდებოდა. მქონდა შანსი, რომ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე მეთამაშა და ტიტულები მომეგო, თუმცა ევროპაში თამაში მსურს. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ”, –
განაცხადა პიანიჩმა ცსკა-ს ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ