ირაკლი – 27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში – პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც ოცნება ჰქონდათ, ეს იყო ოცნება ერთიან საქართველოზე

27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულთა მემორიალთან განაცხადა.
მისივე თქმით, გარდაცვლილ გმირებმა თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და ერთიანი საქართველოს იდეას.
„27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ქვეყანას, სამშობლოს და ერთიანი საქართველოს იდეას. ამ გმირებს ოცნება ჰქონდათ, ეს იყო ოცნება ერთიან საქართველოზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოცნება აუცილებლად ახდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?