საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 28 სექტემბერს დაიწყება

უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მეოთხე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ერთა ლიგის ბ1 ჯგუფის მეოთხე მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.
საქართველო – ალბანეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების გაყიდვა, 28 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
უეფას ერთა ლიგის ბ1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან.
ინფორმაციას საქართველოს ნაკრები ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ