სამედიცინო უნივერსიტეტი 1200 უცხოელი სტუდენტის მოსაზიდად ₾720 000 გადაიხდის

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით მიმართავს. საქმე ეხება, უცხო ქვეყნებში იმ პროვაიდერებთან თუ სააგენტოებთან თანამშრომლობას, რომლებიც ეწევიან უცხოელი სტუდენტების და პაციენტების ჩამოყვანას და ამასთანავე, (პარალელურად) ამ კუთხით პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს საგანმანათლებლო შესაძლებლობებს.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ამჟამად სწავლობს 3500-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი. ამ მომენტისთვის კი თსსუ გამოთქვამს მზადყოფნას მიიღოს და უმაღლესი სწავლებით უზრუნველყოს კიდევ 1200 სტუდენტი, რაც ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეუძლებელი იქნება.
მათი თქმით, უცხო, ქვეყნებიდან სტუდენტების მოზიდვას ძირითადად ახორციელებენ კონკრეტულ ქვეყნებში მოქმედი კერძო კომპანიები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას ტენდერში. ელექტრონული ტენდერის საშუალებით, აღნიშნული სერვისის შესყიდვა, გამოიწვევს, თსსუ-ს პარტნიორი მომზიდავი კომპანიების დაკარგვას.

ასევე დაგაინტერესებთ