ევროკავშირმა, მეორე კვარტალში, ენერგორესურსების იმპორტი შეამცირა

ევროკავშირმა 2024 წლის მეორე კვარტალში 94,9 მილიარდი ევროს ღირებულების 177,9 მილიონი ტონა ენერგორესურსების იმპორტი განახორციელა რაც მოცულობით 9,7%-ით და ღირებულებით 10,7%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ბუნებრივი აირის იმპორტი ღირებულებით 31,4%-ით, მიწოდების მოცულობით კი 9,5%-ით შემცირდა. მსგავსი მაჩვენებლები ფიქსირდება თხევად ბუნებრივ აირზე (LNG), სადაც იმპორტი ფულადი თვალსაზრისით 41,2%-ით, მოცულობით კი 20,2%-ით შემცირდა.
2024 წლის მეორე კვარტალში ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის ძირითადი მიმწოდებლები დარჩა ნორვეგია (43,5%) და ალჟირი (21,6%), გაუსწრეს რა რუსეთს, რომლის წილი 15,5% იყო. LNG-ისთვის მთავარი მიმწოდებელი იყო ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც უზრუნველყოფს იმპორტის 46%-ს, შემდეგ მოდის ს ფედერაცია (16.8%) და კატარი (11.9%).
ენერგორესურსების იმპორტის მთლიანი შემცირების მიუხედავად, 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით მცირედი ზრდა 5.6%-ით შეინიშნება იმპორტირებული ნავთობპროდუქტების ფასში, ხოლო ფიზიკური მოცულობა შემცირდა 2.2%-ით. ამ სეგმენტში მომარაგების წილი -მ (15.1%), ნორვეგიამ (14.1%) და ყაზახეთმა (11.7%) უზრუნველყვეს.
interfax