„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიული სიის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულმა პარტიამ, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მცირედ მოდიფიცირებული სახელწოდებით – „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – გამოდის, ში სია წარადგინა. მას სათავეში უდგას პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა. ათეულში არის საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის (Sovlab) მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი. ამავე პარტიიდან დეპუტატობის კანდიდატია სამოქალაქო მოძრაობის, „აირჩიე ევროპის“ თანადამფუძნებელი ლელა ჯეჯელავა. სიაში მე-7 ნომრად არის გიგი წერეთელი, რომელიც „ევროპულ საქართველოში“ განხეთქილების შემდეგ, დაახლოებით ერთი თვის წინ შეუერთდა ამ გაერთიანებას.
„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობის“ სია ასეთია:
· თინა ბოკუჩავა – „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობის“ თავმჯდომარე; პარლამენტის წევრი;
· – „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი“, პარლამენტის წევრი;
· – თბილისის საკრებულოს წევრი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი;
· – პარლამენტის წევრი;
· გია ჯაფარიძე – ყოფილი დიპლომატი, პოლიტოლოგი;
· პეტრე ცისკარიშვილი – „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობის“ გენერალური მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი;
· გიგი წერეთელი – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი;
· ირაკლი ხვადაგიანი – ისტორიკოსი. საბჭოთა წარსულის ლაბორატორიის (სოვლაბი) გამგეობის თავმჯდომარე;
· თამარ კორძაია – პარლამენტის წევრი;
· – „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრი, აქტივისტი;
· კახაბერ ოქრიაშვილი – პარლამენტის წევრი;
· რამაზ ნიკოლეიშვილი – პარლამენტის წევრი;
· ეკა ხერხეულიძე – პარლამენტის წევრი;
· – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი;
· – ისტორიკოსი;
· ანა წითლიძე – პარლამენტის წევრი;
· ლევან ანთაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი;
· – პარლამენტის წევრი;
· ლელა ჯეჯელავა – ფილოლოგიის დოქტორი, სამოქალაქო მოძრაობის, „აირჩიე ევროპის“ თანადამფუძნებელი;
· – პარლამენტის წევრი, ისტორიკოსი;
· დიმიტრი ჩიქოვანი – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრი;
· გიორგი ჩალაძე – იურისტი.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოში წარდგენილ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს 30-ზე ნაკლები და 200-ზე მეტი. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამდენი კანდიდატისგან შემდგარი სია წარადგინა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ცესკოში.
პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ვადა 26 სექტემბერს ამოეწურათ. საქართველოში საპარლამენტო 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ასევე დაგაინტერესებთ