დიდთოვლობის და უამინდობის გამო ევროპის ქალაქები პარალიზებულია – ჯამში 850 ფრენაა გაუქმებული

გაუქმებული ფრენები და შეფერხებული საგზაო მოძრაობა – დიდთოვლობის და ძლიერი ყინვის გამო ევროპის ქალაქები თითქმის პარალიზებულია.
განსაკუთრებით რთული ვითარებაა მიუნხენში, სადაც გაჩერებულია შორ მანძილზე მოძრავი მატარებლები. სპეციალური განრიგით მუშაობს ტრამვაი და მეტრო. გაუქმდა ასობით ავიარეისი.
თოვლის სიმაღლემ უკვე 40 სანტიმეტრს გადააჭარბა. ბავარიაში ზოგიერთ ადგილზე -10 გრადუსი ყინვაა. უამინდობას 2 ადამიანი ემსხვერპლა. დიდთოვლობის შედეგად ათასობით მოქალაქე ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და მოგზაურებს აფრთხილებს, რომ ტრანსპორტით გადაადგილება და ფრენა, შესაძლოა, კიდევ შეფერხდეს.
მსგავსი ყინვა და დიდთოვლობა გერმანიაში ადგილობრივებს ბოლო 30 წელია არ ახსოვთ. ზვავის მაღალი რისკის შესახებ აფრთხილებს ხელისუფლება მოსახლეობას მეზობელ შვეიცარიასა და ავსტრიაში. უამინდობამ ამ ქვეყნებშიც სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა.
ძლიერი ქარისა და ნალექის გამო, 850-მდე ფრენა გაუქმდა ნიდერლანდების აეროპორტებშიც. მატარებლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს ჩეხეთშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

,ჩვენ ვთანხმდებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომ ქართული ოცნების პრაგმატულად და სწორად წარმართული პოლიტიკის პირობებში, ბიზნესის განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება არის შეუქცევადი პროცესი“

ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი-კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება