როდის დაიწყება საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა?

საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 28 სექტემბერს, 12:00-ზე დაიწყება. ინფორმაციას ეროვნული ნაკრები ავრცელებს.
ბილეთები ონლაინ რეჟიმში, TKT.GE-ზე გაიყიდება და მისი ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.
უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მეოთხე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 14 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს