თენგო თევზაძე – ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” მიიღებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას, სიაში არიან ახალი, კეთილსინდისიერი და შემდგარი ადამიანები

„კოალიცია ცვლილებისთვის” ში საარჩევნო სია წარადგინა.
როგორც კოალიციის წევრი თენგო თევზაძე აცხადებს, მათ 100 – კაციანი საარჩევნო სია წარადგინეს და მათი მთავარი მიზანი არა “ქართული ოცნების” ჩანაცვლება, არამედ ცვლილება იქნება.
“დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პოლიტიკურ პარტიებს ეწურებათ პარტიული სიების წარდგენის ვადა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის” მიიღებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას. სიაში არიან ახალი, კეთილსინდისიერი და საკუთარი პროფესიით შემდგარი ადამიანები. ჩვენ ვიქნებით თანამედროვე პოლიტიკური პარტია, რომელიც გამოცდილებასთან ერთად, ძალიან ბევრ ახალი თაობის პოლიტიკოსს აერთიანებს. ჩვენ ვიბრძვით ცვლილებისთვის და არა ჩანაცვლებისთვის.
ჩვენი სია დაახლოებით 100 – კაციანია. პირველ ხუთეულში არიან: ნანა მალაშხია, , ზურა გირჩი ჯაფარიძე, გიორგი ლემონჯავა და თენგო თევზაძე.
ელენე ხოშტარიაც სიაშია და აუცილებლად გახდება მომავალი პარლამენტის წევრი”, – განაცხადა თენგო თევზაძემ.