აშშ-ის სენატის კომიტეტის თავმჯდომარეს “ყალბი” დმიტრო კულება დაუკავშირდა Zoom-ით

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბენ კარდინს, ვიდეოარხ Zoom-ით დაუკავშირდა პირი, რომელმაც თავი უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ დ წარუდგინა. გამოსახულება, სავარაუდოდ, DeepFake-ის ტექნოლოგიის გზით იყო შექმნილი და ამიტომ, საუბრისას სენატორის თანამოსაუბრე კულებასავით გამოიყურებოდა. თუმცა სენატორს ეჭვი შეეპარა მის ავთენტურობაში და სწრაფად დაამთავრა საუბარი.
ამის შესახებ იტყობინება The New York Times-ი, რომელიც იმოწმებს სენატის უშიშროების სამსახურის წერილს და ორ მოხელეს, რომლებმაც არ გაამხილეს ვინაობა. ინციდენტი ახსენა თვითონ კარდინმა, მაგრამ დეტალები არ მოუყვანია. წერილში, რომელსაც გამოცემა იმოწმებს, ნათქვამია, რომ ამერიკელმა სენატორმა (ვინაობა არ არის დასახელებული, მაგრამ წყაროებმა დაადასტურეს, რომ საქმე ეხება კარდინს) ელექტროფოსტით მიიღო შეტყობინება, რომ კულებას მასთან Zoom-ით საუბარი სურდა.
საუბრისას სენატორს ეჭვი შეეპარა თანამოსაუბრის ავთენტურობაში, რადგან იგი უცნაურად იქცეოდა, როცა სენატორს ს ტერიტორიაზე დარტყმების თაობაზე პოზიციის შესახებ დაუსვა შეკითხვები და ასევე დაუსვა „მომავალი ს შესახებ პოლიტიკური შეკითხვები“.
სენატორმა საუბარი შეწყვიტა და მომხდარის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტს აცნობა. მას დაუდასტურეს, რომ კულებასთან არ უსაუბრია. მსგავსი რამ კარდინს სხვა ცნობილ პირთან (ვინაობა არ დაასახელა) დაკავშირებითაც შეემთხვა.
რუს პრანკერებს, ვლადიმირ კუზნეცოვსა და ალექსეი სტოლიაროვს, არაერთხელ დაურეკავთ ცნობილი პიერებისთვის და თავი ამა თუ იმ დასავლელ პოლიტიკოსად თუ მაღალი რანგის პირად გაუსაღებიათ. ისინი უარყოფენ, რომ საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობენ, თუმცა კრემლმა ისინი მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა.
კარდინთან კულებას სახელით დაკავშირებისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია.
უკრაინის პრეზიდენტი -ში იმყოფება. 26 სექტემბერს ის ეწვევა კონგრესს, სადაც სხვებთან ერთად კარდინსაც შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ