მამუკა მდინარაძე – თალაკვაძე და ოდიშარია სიაში არ არიან, მათთან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს – ხატია წილოსანი დიპლომატიურ სამსახურში იქნება, ელგუჯა გოცირიძემ კი თქვა, რომ ბიზნესში დაბრუნება ურჩევნია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ დეპუტატები, არჩილ თალაკვაძე და არ არიან, რადგან მათთან ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, დღევანდელი უმრავლესობის წევრებიდან სიაში 14-მდე წევრი არ არის.
„საბოლოო ჯამში, დღევანდელი უმრავლესობის წევრებიდან სიაში 14-მდე წევრი არ არის. მათ შორის, ლევან მგალობლიშვილი, რომელიც ს მთავრობის ხელმძღვანელად აირჩა. სულ ერთი ან ორი ადამიანია ისეთი, რომლებთანაც კონსულტაცია მათივე ნებით აღმასრულებელ რგოლებში ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე არ მიმდინარეობს.
არჩილ თალაკვაძე სიაში არ არის. ყველამ იცით, რომ არჩილ თალაკვაძე ჩვენი ერთგული თანამებრძოლია. არჩილ თალაკვაძესთან მიმდინარეობს ძალიან სერიოზულ თემაზე კონსულტაციები, რისი თქმის უფლება ჯერჯერობით, სანამ ეს შეთანხმება არ მოხდება, ბუნებრივია არ მაქვს. ასევე, არიან სხვა ადამიანებიც. მაგალითად: ბექა ოდიშარიასთან ასეთი კონსულტაციები კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ასევე, ხატია წილოსანი, რომლის სურვილიც იყო და პრემიერის შეთავაზებაც – ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე, დიპლომატიურ სამსახურში.
ელგუჯა გოცირიძემ თვითონ თქვა, რომ ურჩევნია ისევ ბიზნესში დაბრუნდეს, რადგან პარლამენტარობის გამო ჩართული ვერ იყო, ხოლო სხვებთან დანარჩენებთან, აბსოლუტურად, ყველასთან ძალიან სერიოზული კონსულტაციები კონკრეტული მიმართულებით აღმასრულებელ სფეროში მიმდინარეობს“, – განაცხადა მდინარაძემ.
გარდა ამისა, მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ შიდა კვლევის თანახმად მმართველი პარტიის რეიტინგი 60%-მდეა.
„კვლევების თანახმად, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ მეორე ადგილზეა, ბარიერის გადალახვის შედარებით მეტი შანსი აქვს გვარამიას პარტიას, შედარებით ნაკლები „ლელოს“.სხვა პარტიებს, მათ შორის გახარიას პარტიას გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა