მამუკა მდინარაძე – როდესაც ირაკლი კობახიძე თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი ოკუპაციას ახსენებს, ყველა შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი იგულისხმება

როდესაც თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი ოკუპაციას ახსენებს, ყველა შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ იგულისხმება, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ ახსენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია.
მდინარაძის განმარტებით, პრემიერმა ოკუპაციაზე ისაუბრა, რაშიც სწორედ რუსეთი მოიაზრებოდა.
„რუსეთთან ოკუპაციაზე რომ ლაპარაკობ, აბა ოკუპანტი თურქეთი არის? ოკუპაციაზე რომ ლაპარაკობს ადამიანი, ვისზე ლაპარაკობს? არავინ ერიდება ამაზე საუბარს, რუსეთია ოკუპანტი, აბა თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი ხომ არ არის?! მე ვახსენებ რას ჰქვია, მე და კობახიძე რამ გაგვყო და ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი? როდესაც ოკუპაციას ვახსენებთ, ავტომატურად, ყველა ჯერზე რუსეთი იგულისხმება და არა სხვა რომელიმე მეზობელი ქვეყანა. როდესაც ირაკლი კობახიძე თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი ოკუპაციას ახსენებს, ყველა შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი იგულისხმება“,-განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მას სჯერა, საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება. ამასთან, განმარტა, რომ საქართველო იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მიიღო რიგი რთული გადაწყვეტილებები და არ შეუშინდა გამოწვევებს. გარდა ამისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობასაც მიმართა: „საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ – უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში“. ასევე, მისივე განმარტებით, ხელისუფლება თანმიმდევრულად და დაუღალავად შრომობს, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე ამაყობდეს საკუთარი ქვეყნით“.

ასევე დაგაინტერესებთ