ანა დოლიძე – ეს იყო „გასეირნება ნიუ იორკში“ ქართველებისთვის იმის საჩვენებლად, რომ თითქოს კობახიძეს კიდევ უშვებენ ამერიკაში – სინამდვილეში, „ცისფერ მთებში“ მარკშეიდერი რომ აკაკუნებს და კარს არავინ უღებს, ასეთ როლში იყო

ეს იყო „გასეირნება ნიუ იორკში“ ქართველებისთვის იმის საჩვენებლად, რომ თითქოს ს კიდევ უშვებენ ამერიკაში. სინამდვილეში ასეა, ხომ გახსოვთ „ცისფერ მთებში” მარკშეიდერი რომ აკაკუნებს, კარებს რომ არავინ უღებს და არავინ ხვდება, ასეთ როლში იყო დაყენებული ჩვენი ხელისუფლების მეთაური,- ასე აფასებს „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი , პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლას.
დოლიძის შეფასებით, ასეთ მდგომარეობას ქართველი ხალხი უარს ეტყვის.
„საქმე იმაშია, რომ ეს ყოველწლიური ღონისძიება ეძღვნება მსოფლიოში სიღარიბის აღმოფხვრას, ბავშვთა და დედათა სიკვდილიანობის აღმოფხვრას, ქალების უფლებების, გარემოს დაცვას და იმ საკითხებს, რომელთანაც ახლოსაც კი, არ გაუვლია „ქართულ ოცნებას” და ირაკლი ს. ეს იყო „გასეირნება ნიუ იორკში” ქართველებისთვის იმის საჩვენებლად, რომ თითქოს კობახიძეს კიდევ უშვებენ ამერიკაში. სინამდვილეში ასეა, ხომ გახსოვთ „ცისფერ მთებში” მარკშეიდერი რომ აკაკუნებს,კარებს რომ არავინ უღებს და არავინ ხვდება,ასეთ როლში იყო დაყენებული ჩვენი ხელისუფლების მეთაური. ეს არის სამარცხვინო! ამ მდგომარეობას, რომელშიც ჩაგვაგდო „ქართულმა ოცნებამ” ქართველი ხალხი ეტყვის უარს და ისეთ გუნდს მოგვიყვანს ხელისუფლებაში, რომელსაც შეუძლია ისეთი საამაყო გახადოს ქართველობა, რომელიც იყო ისტორიულად”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ