ოკუპირებული სოხუმი ირაკლი კობახიძის გაერო-ში გამოსვლაზე – თუ საქართველოს ხელმძღვანელობა ამ რიტორიკას გააგრძელებს, წარსულის გადალახვაში პოზიტიურ შედეგებს ვერ მივაღწევთ

კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საქართველოს ხელმძღვანელობის არაერთხელ გამეორებული რიტორიკა, იგივე მითიური ტერმინებით, – ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.
„გავეცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საქართველოს ხელმძღვანელობის არაერთხელ გამეორებული რიტორიკა, ერთი და იმავე მითიური ტერმინებით. მიგვაჩნია, რომ თუ საქართველოს ხელმძღვანელობა ასეთივე სულისკვეთებით გააგრძელებს, წარსულის გადალახვაში პოზიტიურ შედეგებს ვერ მივაღწევთ“, – აღნიშნულია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოკუპირებული სოხუმი საქართველოს მოუწოდებს, ხელი მოაწეროს „იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ და აღიაროს ს რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, ყოფილიყო ორივე მხარისთვის სალაპარაკო პლატფორმა. დოროთემ რაც გააკეთა – იმ ხალხს, ვინც უსმენს დოროთეს, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ეკლესია მათი მტერია. სინამდვილეში ეს ასე არ არის