უკრაინა-პოლონეთის ახლადგახსნილი საზღვარი პირველმა პოლონურმა სატვირთოებმა გადაკვეთა

უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, ორშაბათს, პირველმა 30-მა ცარიელმა სატვირთო ავტომობილმა -პოლონეთის ახლადგახსნილი საზღვრის უჰრინივ-დოლჰობიჩუვის პუნქტი გადაკვეთა. იმედოვნებს, რომ ეს ბოლო კვირების განმავლობაში შექმნილ კრიზისს შეამსუბუქებს.

პოლონელმა სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინელ კოლეგებთან არათანაბარი კონკურენციის პირობებში უწევთ მუშაობა, პროტესტი 6 ნოემბერს დაიწყეს. ოთხი სასაზღვრო გადასასვლელი, ამ დრომდე, ბლოკირებული რჩება.
პოლონელი გადამზიდავების მთავარი მოთხოვნაა შეაჩერონ ევროკავშირში უკრაინული სატვირთო მანქანების უნებართვო დაშვება. კიევი და ბრიუსელი აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ ვარშავა „მტკიცედ და ცალსახად“ მოსთხოვს ევროკავშირს, უკრაინელი სატვირთო მანქანებისთვის ნებართვების გაცემის პრაქტიკის აღდგენას. მორავეიცკიმ, ამის შესახებ ბრიუსელში, ევროკავშირის მინისტრებთან შეხვედრამდე ისაუბრა.

პოლონეთმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა განაცხადას, რომ მათი დელეგაციები ევროკავშირს აცნობებენ, რა გავლენას ახდენს უკრაინისთვის ნებართვების სისტემის გაუქმება გადაზიდვების სექტორზე.

ევროკავშირმა უკრაინის საავტომობილო გადაზიდვებისთვის სპეციალური ნებართვების სისტემა გასულ წელს, უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გააუქმა. პოლონელი მძღოლების პროტესტს ჯერ პოლონელი ფერმერები, შემდეგ კი სატვირთო ავტომობილების სლოვაკი მძღოლებიც შეუერთდნენ.

უკრაინამ გასულ კვირას განაცხადა, რომ პოლონეთთან გარკვეულ ზომებზე შეთანხმდა, რომლებმაც შეიძლება დაბლოკილ სასაზღვრო პუნქტებზე ზეწოლა შეამსუბუქოს. მაგრამ მხარეებს შორის,საპროტესტო აქციების ძირითადი მოთხოვნები არ განხილულა.

პოლონეთში უკრაინის ელჩმა, ვასილ ზვარიჩმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “უკრინფოს” განუცხადა, რომ კიევი პოლონეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს. მისი თქმით, მხარეებმა უკვე იპოვეს “საერთო საფუძველი და კომპრომისები”.