თქვენს ხელშია საქართველოს მომავალი, უნდა მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა – პრეზიდენტი ემიგრანტებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტებს მიმართავს, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.
პრეზიდენტის თქმით, ეს არჩევნები ქვეყნისთვის გადამწყვეტია და ახლა ემიგრანტების ხელშიცაა საქართველოს ხვალინდელი მომავალი.
„მოგმართავთ თქვენ, დიასპორის წევრებო, ჩემო თანამემამულეებო, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი. თქვენს ხელში, ჩემს ხელში, ჩვენს ხელში. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთის და მის გავლენას, სადაც თქვენ და თქვენი შვილები ალბათ, არ ჩამოხვალთ, არ დაბრუნდებით და არც გექნებათ სურვილი დაბრუნდეთ. ეს არჩევნები არის გადამწყვეტია და თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. მე ვიცი, თუ რამდენად გართულდა მონაწილეობის მიღება. სამწუხაროდ, უბნები არ გაგვიხსნეს, მაგრამ ამის მიუხედავად ვიცი, რომ თქვენ მზად ხართ, აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა. როგორც გუშინ გამოხვედით და გულშემატკივრობდით ჩვენს ფეხბურთელებს, გადალახეთ საზღვრები, ჩახვედით იმისთვის, რომ ქართული დროშა გამოგეჩინათ, ასევე, ვიცი, რომ 26 ოქტომბერს წახვალთ, სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც შორს იყოს [საარჩევნო უბანი], ერთმანეთს გამოუჩენთ სოლიდარობას და ყველანი ერთად დავდგებით იქ, სადაც დგას საქართველოს მომავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?