უნგრეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვს შეხვდნენ

უნგრეთისა და ს საგარეო საქმეთა მინისტრები ს საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდნენ.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იურაი ბლანარი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუს კოლეგასთან მოლაპარაკებები ნიუ – იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართა და მასთან სხვა საკითხებთან ერთად ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში სლოვაკეთის ინტერესები განიხილა.
მისივე თქმით, სერგეი ლავროვს რუსული მხარის თხოვნით შეხვდა.
„ასევე, ში კონფლიქტთან დაკავშირებით სლოვაკეთის თანმიმდევრული პოზიცია კიდევ ერთხელ გავიმეორე, ხაზი გავუსვი საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და მშვიდობიანი გადაწყვეტის აუცილებლობას“, – აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე უნგრეთის „მშვიდობის მიმართ პოზიცია“ კიდევ ერთხელ დაადასტურა და „ცეცხლის შეწყვეტის, სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და ომის დასრულების იმედი“ გამოთქვა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ კორძაია: წნორში, ხანდაზმულთა თავშესაფარში, 22 მოხუცსა და 9 თანამშრომელს პირადობის მოწმობები ჩამოართვეს და „ქართული ოცნების” ოფისში წაიღეს – ამაზე მეტად სამარცხვინო ქმედება თვით „ქართული ოცნებისგანაც” კი წარმოუდგენელია

გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის განცხადებაზე – ეს არის იმ ადამიანების გაფრთხილებისთვის, ვინც ამაშია ჩართული, რომ თუ ისინი გადაკვეთენ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება