ცხინვალი გაეროში კობახიძის გამოსვლას ეხმაურება

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა ირაკლი კობახიძის მიერ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს გაკეთებულ განცხადებებზე.
ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, “ოფიციალური თბილისის პოზიციას არ განუცდია ფუნდამენტური ცვლილებები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში”.
“არარსებული ტერმინოლოგიითა და ფაქტებით მოქმედება, რეალობისგან შორს მყოფი რიტორიკა იმაზე მეტყველებს, რომ წარსული არ უშვებს საქართველოს და ქართველ პოლიტიკოსებს. სამხრეთ ოსეთის პოზიცია ცნობილია და ის წლების განმავლობაში არაერთხელ გაჟღერებულა. საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა კვლავ საკვანძო საკითხად რჩება. ამავდროულად, ჩვენ გამოვდივართ იმ გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების აუცილებლობიდან, რომელიც გაჩნდა რეგიონში 2008 წლის აგვისტოს შემდეგ,” – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ გაერო-ს ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მიუხედავად ტერიტორიების 20%-ის არალეგალური ოკუპაციისა, საქართველო აგრძელებს განვითარებას და უკეთესი ქვეყნის შენებას.
გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებლებს.
„მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, სა და ცხინვალის რეგიონებში. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში. საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა ჩატეხილი ხიდი ჩვენს ქვეყანაში“, — განაცხადა პრემიერმა.
თავისი გამოსვლის ბოლოს კობახიძემ თქვა, რომ საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე. მან გამოხატა ოპტიმიზმი, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება.
„ვიყურებით რა მომავალში და, ამავე დროს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ერთგულად ვემსახურებით აყვავებული საზოგადოების შექმნის იდეას, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული მშვიდობის დასამყარებელი ზომების მხარდასაჭერად და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამ გზით კი, ჩვენ ავამაღლებთ ადამიანის ღირსებას არა მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელი მოქალაქეებისთვის, არამედ ყველა მომავალი თაობის საკეთილდღეოდ“, — დასძინა მ.

ასევე დაგაინტერესებთ