საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, მემორანდუმის მიზანია, ისეთი ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრთა შორის (მათ შორის, შშმ ვეტერანებს შორის) ფრენბურთის პოპულარიზაციისა და ფრენბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და მონაწილეობით გამართულ სპორტულ ღონისძიებებში მათი ჩართულობის ხელშეწყობისკენ.
„მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, გიორგი ქართველიშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დედა რომ გარდაიცვლება და თან მიაქვს დარდი უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, თუ პასუხისმგებლობის ნატამალს არ გრძნობს ის, ვისი ბრალიცაა, ნიშნავს, რომ ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს – გარუსება სხვა კი არაფერია