სტიქია სამეგრელოში – ძლიერმა წვიმამ და ქარმა წალენჯიხაში პრობლემები შექმნა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა. თითქმის ორსაათიანმა ძლიერმა წვიმამ დატბორა რამდენიმე სახლი, დააზიანა შიდა გზები, ჩახერგა ხიდები.
სოფელ საჩინოში, ნაგურუს უბანში წყალმა სახლს საძირკველი გამოეცალა, რის გამოც სახლის ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა. კედელი ოთახის იმ მხარეს ჩამოინგრა სადაც 2 მცირეწლოვან ბავშვს და მოხუცს ეძინათ, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები. შექმნილია და ადგილზე მუშაობს ზარალის შემსწავლელი კომისია. წალენჯიხის მერის განცხადებით ოჯახს დროებით საცხოვრებელ ფართს დაუქირავებენ, შემდგომ კი დახმარებას გაუწევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო