„პრიორიტეტს ვანიჭებთ ჩვენს ხალხს და ვიბრუნებთ ღირსებას“ | კობახიძის სიტყვა გაეროში

„ჩვენ ყოველთვის პრიორიტეტს ვანიჭებთ ჩვენს ხალხს. შედეგად, ვიბრუნებთ ჩვენი ერის სიამაყეს და ღირსებას, რომელიც 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანამ დაიმსახურა“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველო ბუნებრივად იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა.
„ამის გათვალისწინებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ უზრუნველვყავით საქართველოს განვითარება სწორედ ამ ტრაექტორიით. მივიღეთ რიგი რთული გადაწყვეტილებები და არასდროს შევუშინებივართ გამოწვევებს“, — თქვა კობახიძემ.
მ ხაზი გაუსვა, რომ ბოლო 2 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა რეგიონისთვის და ში მიმდინარე ომმა წარმოშვა უპრეცედენტო მასშტაბის გაურკვევლობა და ჰუმანიტარული კრიზისი.
„საქართველოს მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მტკიცე და ურყევი რჩება“, — განაცხადა კობახიძემ.
ის მიესალმა მშვიდობიანი შეთანხმების პროცესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
„ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად და დღესაც მზად ვართ, უზრუნველვყოთ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას და ნდობის აღდგენას, ჩვენ შორის უთანხმოების წარსულში დატოვებას და ჩვენს ერთობლივ წინსვლას ყველა იმ რესურსისა და უპირატესობის გამოყენების თვალსაზრისით, რომელთა შეთავაზება ჩვენს რეგიონს შეუძლია მსოფლიოსთვის“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის წყალობით, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის, უზრუნველყოფს უმოკლეს მარშრუტს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
„ზღვაზე გასასვლელის, ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი მტკიცე ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო წარმოადგენს წამყვან მოთამაშეს რეგიონულ და ფართო ევრაზიულ კონტექსტში. ჩვენ ვართ არა მხოლოდ პროდუქციის გაცვლის ჰაბი, არამედ ელექტროენერგიის ტრანზიტის და ბევრად მეტიც. ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით საქართველო უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ზღვაზე გასასვლელის არმქონე 7 ქვეყნის კავშირს დანარჩენ მსოფლიოსთან ჩვენი ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ამ ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გზით, რომელიც მალე დაიწყება“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო ერთადერთი ყველაზე უსაფრთხო და სანდო სატრანზიტო მარშრუტია, რომლითაც უზრუნველყოფილია პროდუქციისა და მომსახურების დროული და ეფექტიანი ტრანსპორტირება.
„ჩვენი მიზანმიმართულება სანდო სატრანზიტო დერეფნის როლის შენარჩუნების და გაფართოების თვალსაზრისით გვაძლევს საშუალებას, მხარში დავუდგეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე რეაგირებაში. მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის და გამძლე ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის გზით საქართველოს შეუძლია პროგნოზირებადობის ხარისხის ამაღლება აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობის მხრივ, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს სატრანზიტო როლზე საუბრის გარდა, ირაკლი კობახიძემ თავისი სიტყვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების მიმოხილვას.
კობახიძის თქმით, მიუხედავად ტერიტორიების 20%-ის არალეგალური ოკუპაციისა, საქართველო აგრძელებს განვითარებას და უკეთესი ქვეყნის შენებას.
გაეროს ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა ოკუპირებულ რეგიონებში მაცხოვრებლებს.
„მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, სა და ცხინვალის რეგიონებში. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში. საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა ჩატეხილი ხიდი ჩვენს ქვეყანაში“, — განაცხადა პრემიერმა.
თავისი გამოსვლის ბოლოს კობახიძემ თქვა, რომ საქართველო დგას თავისი უახლესი ისტორიის გზაგასაყარზე. მან გამოხატა ოპტიმიზმი, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება.
„ვიყურებით რა მომავალში და, ამავე დროს, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ერთგულად ვემსახურებით აყვავებული საზოგადოების შექმნის იდეას, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მომავალშიც იქნება მიმართული მშვიდობის დასამყარებელი ზომების მხარდასაჭერად და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამ გზით კი, ჩვენ ავამაღლებთ ადამიანის ღირსებას არა მხოლოდ საქართველოს ამჟამინდელი მოქალაქეებისთვის, არამედ ყველა მომავალი თაობის საკეთილდღეოდ“, — დასძინა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ