პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნიდან თითქმის რვა ათეული წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ვიბრძვით მშვიდობის მისაღწევად, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, რომლის მთავარი თემაა – “ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაეროს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში”.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხაროდ, კონფლიქტებით სავსე სამყაროში წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამუდმებით იმყოფება გამოწვევების წინაშე, რაც მზარდ რისკებს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას.

„მშვიდობა და უსაფრთხოება ადამიანის უფლებებთან და განვითარებასთან ერთად გაეროს საქმიანობის მთავარი ქვაკუთხედია. საერთაშორისო სამართლის და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა არის მშვიდობიანი, აყვავებული და სამართლიანი სამყაროს საფუძველი, ხოლო ეფექტური მიზნისთვის უფრო შესაფერისი გლობალური ინსტიტუტები, რომელთა ბირთვი გაეროა, გადამწყვეტ როლს თამაშობს გლობალურად სტაბილურობის, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და განვითარებისთვის. დღევანდელი შეხვედრა უნდა გვთავაზობდეს უკეთესი მომავლის დაპირებას, რაც ასე საჭიროა ამჟამინდელ მშფოთვარე სამყაროში. ძვირფასო კოლეგებო, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა, გავუსვა მშვიდობის ფორმულის ინიციატივის მნიშვნელობას და მის მხარდაჭერას. და ბოლოს, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მხოლოდ გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ ჩვენი დაპირების შესრულებას, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება და გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას. დღეს, ისე როგორც არასდროს, არსებობს კრიტიკული საჭიროება იმისა, რომ მოხდეს საერთაშორისო პრინციპებისადმი უფრო ძლიერი ერთგულების, ეფექტური მულტირატელარიზმისა და ანგარიშვალდებულების დემონსტრირება“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ