ყირგიზეთში ენერგეტიკული სასმელები იკრძალება

ს პარლამენტში ენერგეტიკული სასმელების აკრძალვის კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
აკრძალვის ინიციატორი დეპუტატი ულან ბაკასოვია. მისი აზრით კანონი “მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასა და ენერგეტიკული სასმელებით გამოწვეული ზიანის შემცირებას ემსახურება”.
“ერთ ენერგეტიკულ სასმელში 3 ჭიქა ყავა და 13 კოვზი შაქარია”. – ამბობს ბაკასოვი.
კანონპროექტს მოსმენამდე მხარი დაუჭირა სოციალური პოლიტიკის კომიტეტმაც.
“სამედიცინო შემთხვევებით დადასტურებულია, რომ ენერგეტიკული სასმელები იწვევს გულის დაავადებებს. ასევე გაზრდილია შაქრის დიაბეტის მქონე ბავშვების რაოდენობაც”. – ამბობს სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ვინერა რაიმბაჩაევა.