გიგი გიგიაძე – წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვართ, როდესაც აღარავის უნდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრა, უუქმებენ ვახშამზე მოსაწვევს ამერიკის პრეზიდენტთან – ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ ამ ხელისუფლებასთან წყვეტს ურთიერთობებს

ბაიდენთან მიღებაზე კობახიძის მიწვევის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლებასთან წყვეტს ურთიერთობებს, მათ აღარ უნდათ არანაირ საკითხზე „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი, – ამის შესახებ ში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მიღებაზე მიწვევის გაუქმებას ეხმაურება.
კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს საქართველო ელჩს აშშ-დან კონსულტაციების მიზნით, გიგი გიგიაძე პასუხობს, რომ განადგურებული ურთიერთობების ფონზე ეს უკვე მეათასეხარისხოვანია.
„ქართული ოცნების“ მხრიდან არაფერს არ გამოვრიცხავ. არ ვიცი რას იზამენ და როგორ, მაგრამ ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ელჩის გამოწვევა/არ გამოწვევა, ეს უკვე მეატასეხარისხოვანია ამ მდგომარეობაში. ასეთი გაფუჭებულ, განადგურებული, ორმხრივი ურთიერთობების ფონზე. „ქართული ოცნება“ ელჩს გამოიწვევს თუ არა, ეს რეალურად მეთასეხარისხოვგანია“, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.
გიგი გიგიაძის თქმით, აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭება „თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ მონაპოვარი და დამსახურებაა“.
„საქართველო-ამერიკის ურთიერთობები იმყოფება ყველაზე დაბალ ნიშნულზე. ისტორიულად ასეთი გაფუჭებული ურთიერთობები ჩვენს უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მთავარ გარანტორთან არასდროს გვქონია. ეს არის ყველზე დიდი ზიანი, რაც შეეძლო „ქართულ ოცნებას“ საქართველო-ამერიკის ურთიერთობისთვის მიეყენებინა, მათ ეს გააკეთეს და საქართველო თანმიმდევრულად დისტანცირდება ცივილიზებული სამყაროსგან, დასავლეთისგან და ხდება ჩვენი სრული იზოლაცია. ეს არის თავიდან ბოლომდე „ქართული ოცნების“ მონაპოვარი, დამსახურება. ჩვენ არა მარტო ევროკავშირთან გავიფუჭეთ ურთიერთობა, არამედ უკვე ამერიკასთანაც. სრულიად წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვართ, როდესაც აღარავის აღარ უნდა უკვე საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრა ამერიკაში, უუქმებენ ვახშამზე მოსაწვევს ამერიკის პრეზიდენტთან“, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.
მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ქცევიდან გამომდინარე უფრო გასაკვირი იქნებოდა „ბაიდენის ვახშამზე კობახიძის და მისი დელეგაციის ხილვა“
„უფრო გასაკვირი არ იქნებოდა დღეს რომ ს ვინმე შეხვედროდა აშშ-ში იმ ყველაფრის ფონზე, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს? უფრო გასაკვირი არ იქნებოდა ბაიდენის ვახშამზე კობახიძის და მისი დელეგაციის ხილვა? ჩვენ ხომ ყველამ ვიცით როგორ იქცევიან ბოლო პერიოდში და რა რიტორიკით გამოირჩევიან, როგორ საუბრობენ, რას აბრალებენ აშშ-ს? ვინ ფიქრობს, რომ ეს დარჩებოდა შეუმჩნეველი და ამერიკელები ამაზე რეაგირებას არ მოახდენდნენ?“, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი ქურდოვანიძე: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ახლა კი წავალ და იმ ადამიანებს შევუერთდები, რომლებიც თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, რომლებსაც არ ვიცნობ, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს და მეიმედება

გია ვოლსკი: ხელს შეუშლიან პარლამენტს მუშაობის დაწყებაში – ეს უნდა გადავთარგმნოთ შემდეგნაირად: ხელს შეუშლიან სახელმწიფოში სტაბილურობას შენარჩუნებას, ხელს შეუშლიან ქვეყნის განვითარებას