ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინელები არასდროს მიიღებენ იმას, რომ სამართლიანი მშვიდობის ნაცვლად, თავს კოლონიალური წარსული შეიძლება მოეხვიოთ

უკრაინელები არასდროს მიიღებენ იმას, რომ სამართლიანი მშვიდობის ნაცვლად კოლონიალური წარსული შეიძლება მოეხვიოს თავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ სამყარომ უკვე გაიარა კოლონიალური ომები და პატარა ქვეყნების ხარჯზე დიდი სახელმწიფოების შეთქმულებები და უკრაინელები არასდროს მიიღებენ იმას, რომ ს ნორმალური ცხოვრების ნაცვლად სასტიკი კოლონიალური წარსული შეიძლება მოეხვიოს თავს.
“და როდესაც ჩინეთი და ბრაზილია ვიღაცასთან ევროპაში, ვიღაცასთან აფრიკაში ხმების გუნდად გადაქცევას ცდილობენ, რომლებიც სრული და სამართლიანი მშვიდობისთვის რაღაც ალტერნატიულს ამბობენ, ჩნდება კითხვა. რაშია ნამდვილი ინტერესი? ყველამ უნდა გაიგოს. უკრაინის ხარჯზე თქვენს ძალაუფლებას ვერ გაიმყარებთ…
ხოლო უკრაინელები არასდროს არ მიიღებენ, მსოფლიოში რატომ თვლის ვინმე, რომ ასეთი სასტიკი კოლონიალური წარსული, რომელიც დღეს არავის არ აწყობს, შეიძლება თავს მოეხვიოს უკრაინას ნორმალური მშვიდობიანი ცხოვრების ნაცვლად…
და სამყაროს ყველა ქვეყნის მხრიდან მხარდაჭერას გთხოვთ. სამყაროს არ ვყოფთ. და იმავეს გთხოვთ. სამყაროს ნუ ყოფთ. ერთიანი იყავით. და ეს მშვიდობას მოგვიტანს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი გიგიაძე – წარმოუდგენელ მდგომარეობაში ვართ, როდესაც აღარავის უნდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან შეხვედრა, უუქმებენ ვახშამზე მოსაწვევს ამერიკის პრეზიდენტთან – ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ ამ ხელისუფლებასთან წყვეტს ურთიერთობებს