ე.წ. ოფშორებიდან აქტივის გადმოტანის სურვილით არავის მოუმართავს – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურში BMG-ის განუცხადეს, რომ ე.წ. ოფშორული ზონიდან საქართველოში აქტივის გადმოტანის შესახებ უწყებისთვის არ მიუმართავთ.
“ამ ეტაპზე, შემოსავლების სამსახურში შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივის საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის თაობაზე მომართვა არ ფიქსირდება. ამასთან, რამდენადაც უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესი საჭიროებს გარკვეულ დროს, ამის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილება აკეთებს დათქმას – აქტივების 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გადაცემაზე”, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ bm.ge-ის მიერ გაგზავნილი კითხვის პასუხად მოწოდებულ ინფორმაციაში.