დასაქმებულთა რაოდენობა, ვისაც ხელფასი 9600 ლარზე მეტი აქვს, გაიზარდა – PMCG

საკონსულტაციო სააგენტო PMCG-ის მიერ გამოქვეყნებული დასაქმების თრექერის მიხედვით, აგვისტოში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, გაიზარდა.
მიმდინარე წლის აგვისტოში 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასს იღებდნენ 4.4%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.6%-ით გაიზარდა.
სახელფასო კატეგორიების მიხედვით, აგვისტოში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 150 000 ადამიანი იღებდა, რაც დასაქმებულთა 16.2%-ია. მათი რიცხვი 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7 პპ-ით შემცირდა.
2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს დასაქმებულთა 28.9% იღებდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს კი აგვისტოში დასაქმებულების 2.6%-მა მიიღო, რაც 2023 და 2022 წლების აგვისტოს თვეებთან შედარებით 0.5 პპ-ით და 0.8 პპ-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
დასაქმების თრექერის მიხედვით, საქართველოში აგვისტოში სახელფასო კატეგორიების მიხედვით დასაქმებულთა რაოდენობა ასე ნაწილდება:
· 0-600 ლარი – 150 000 ადამიანი;
· 600-1199 ლარი – 224 000 ადამიანი;
· 1200 – 2399 ლარი – 345 000 ადამიანი;
· 2400+ ლარი – 260 000 ადამიანი.