კალაძე: სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს და ჩაერთოს კამპანიაში, ოპოზიციას არაფერი ეშველება

გაუქმდა მიღებაზე დასწრება, ჯერ იყო გამოგზავნილი მოწვევა, შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ როგორმე რადიკალური ოპოზიცია, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არის, სულს ღაფავს, როგორმე ამ ქმედებებით, განცხადებებით დაეხმარონ და წაეშველონ, თუმცა ერთ რამეს გეტყვით, სულ რომ ბაიდენი ჩამოვიდეს საქართველოში და პირდაპირ ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი ეშველება.