“რეალის” დანაკლისი შეტევით ხაზში – მბაპეს უქმოობა გამოუწერეს

The Athletic-ის ინფორმაციით, ლა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში, სადაც “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ალავესს” 3:2 სძლია, კილიან მბაპემ ბარძაყის ტრავმა მიიღო.
ფრანგი მე-80 წუთზე შეცვალეს და სამედიცინო გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მას დაახლოებით 3 კვირა უქმოობა მოუწევს.
ამრიგად, კილიანი მადრიდულ დერბის “ატლეტიკოსთან”, ასევე “ლილთან” და “ვილიარეალთან” შეხვედრებს გამოტოვებს.
მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე “რეალის” ფორმა 9 შეხვედრაში მოირგო, სადაც 7 გოლი გაიტანა.