ბადრი ჯაფარიძე – კობახიძესთან შეხვედრა არცერთ ღირსეულ პოლიტიკოსს არ ენდომება იმიტომ, რომ ის არის ძალის წარმომადგენელი, რომელიც გამორჩეულია მისი პრორუსული ორიენტაციით და დესტრუქციული განცხადებებით

ეს არ არის გასაკვირი, სთან შეხვედრა დღეს არცერთ ღირსეულ პოლიტიკოსს არ ენდომება იმიტომ, რომ კობახიძე არის იმ ძალის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც გამორჩეულია მისი პრორუსული ორიენტაციით, მისი დესტრუქციული განცხადებებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა „ამერიკის ხმის“ ინფორმაციაზე, რომ რომ ს მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ს მიწვევა გაუუქმეს.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ირაკლი კობახიძემ, „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თავი იზოლირებაში მოექციათ.
ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს ქართველ ხალხს, ჩვენ სახელმწიფოს, მაგრამ „ქართული ოცნება“, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გამოირჩევა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართა შეურაცხმყოფელი განცხადებებით, მათ ადანაშაულებს ვითომ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში და ათასგვარ სისულელეში და ცხადია, რომ მიიღებენ ადეკვატურ პასუხს. ამიტომ, ეს არ არის გასაკვირი, კობახიძესთან შეხვედრა დღეს არცერთ ღირსეულ პოლიტიკოსს არ ენდომება იმიტომ , რომ კობახიძე არის ძალის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც გამორჩეულია მისი პრორუსული ორიენტაციით, მისი დესტრუქციული განცხადებებით, ამიტომ ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში თავი თვითონ ჩაიყენეს“,-განაცხადა ჯაფარიძემ.
მან ასევე ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე, რომ ოპოზიცია გარე ჩარევებით მოქმედებს.
„დღეს, თუ ვინმე ერევა გარედან, ეს არის ს ფედერაცია, რომელიც პრაქტიკულად „ქართულ ოცნებას“ მართავს. ამიტომ, ვეთანხმები „ქართულ ოცნებას“ იმაში, რომ გარე ჩარევა და მისი მცდელობა არის, ოღონდ ესენი არიან რუსეთის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მართავენ „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ სპიკერები ზუსტად იმ ენით საუბრობენ, რომელიც დამკვიდრებულია კრემლში. შესაბამისად, შექებას იმსახურებენ რუსი პოლიტიკოსების მხრიდან“,-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორებს, აშშ-ს და ევროკავშირს, როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ისინი ყოველთვის იქცევიან, როგორც ცივილიზებული პარტნიორები, მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, სახელმწიფოს და ქართველი ხალხი აუცილებლად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას,რომელიც სჭირდება საქართველოს განვითარებას. მისი თქმით, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას’“ ხელისუფლებიდან გაისტუმრებს.
ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. როგორც „ამერიკის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე. პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.