აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ სამეგრელოს რეგიონში შეხვედრები გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილმა, ს ჯანდაცვისა და განათლებისა და კულტურის მინისტრებთან ერთად სამეგრელოს რეგიონში შეხვედრები გამართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე სახელმწიფო რწმუნებულს გიორგი გუგუჩიას, რეგიონის მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.
„შეხვედრას არ დასწრებია წალენჯიხის მერი და არც მერიის წარმომადგენლები. როგორც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, წალენჯიხაში დევნილთა დიდი რაოდენობა ცხოვრობს და მთავრობის მხრიდან მათ ყველა პრობლემაზე ისეთივე სწრაფი და ეფექტური რეაგირება განხორციელდება, როგორც სხვა რეგიონში მცხოვრები დევნილებისთვის.
ლევან მგალობლიშვილმა ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებს დევნილთა მიმართულებით არსებული საჭიროებების შესწავლის მიზნით ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაცია და პრობლემებზე სწრაფი რეაგირება დაავალა.
მგალობლიშვილის განცხადებით, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის უმეტესობა სამეგრელოს რეგიონში ცხოვრობს, შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას ადგილზე მათთან პირადი კომუნიკაციის გზით გეგმავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ