ოთხი კანონი ოთხ სახელმწიფოში, ოთხი მმართველი პარტია და იდენტური დეზინფორმაციული ნარატივები

რა აერთიანებს ე.წ. “აგენტების კანონს” 4 სხვადასხვა ქვეყანაში?
2023 წლის თებერვალში ,მმართველი პარტიიდან ფორმალურად გამოყოფილმა გუნდმა, “ხალხის ძალამ” 2 კანონპროექტი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და “უცხოური აგენტების რეგისტრაციის” შესახებ დააინიცირა. მასობრივი პროტესტის ფონზე მმართველი პარტია იძულებული გახდა კანონპროექტი გაეწვია და პირობა დაედო, რომ ამ ინიციატივას აღარ დაუბრუნდებოდა. მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” მიმდინარე წლის 3 აპრილს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უკან დააბრუნა. მრავალათასიანი აქციებისა და დიდი საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად სამივე მოსმენით მიიღო და მოგვიანებით, პრეზიდენტის ვეტოც დაძლია. ახალი კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრის შექმნას ითვალისწინებს, სადაც ის იურიდიული პირები შევლენ, რომელთა მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო წლის განმავლობაში უცხოური ძალაა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დროულად წარმოუდგენლობა 25 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
2023 წლის 23 მარტს ბოსნია-ჰერცოგოვინის სპრსკას რესპუბლიკის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი არასამეწარმეო ორგანიზაციების საქმიანობის სპეციალური რეესტრისა და საჯაროობის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და გამოქვეყნებულ მასალაში სპეციალური აღნიშვნა უნდა ჰქონდეთ. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე ექვემდებარებიან ზედამხედველობისა და ინსპექტირების დამატებით სამართლებრივ რეჟიმს და მთელ რიგ სანქციებს კანონპროექტის დებულებების დარღვევისთვის, რამაც შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვაც გამოიწვიოს. მკაცრი კრიტიკის პარალელურად, მიმდინარე წლის 28 მაისს ხელისუფლებამ კანონპროექტი გაიწვია. თუმცა, პერიოდულად ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინიციატივა შესაძლოა დღის წესრიგში კვლავ დაბრუნდეს.
2023 წლის 19 მაისს პარლამენტის 33 წევრმა საჯარო განხილვაზე წარადგინა კანონპროექტი „ს რესპუბლიკის ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში ცვლილების შეტანის შესახებ“. ს უცხო აგენტების კანონმდებლობის მსგავსად, ყირგიზეთის კანონი არაკომერციულ ორგანიზაციებს რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან, ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოეთის წარმომადგენლები“. კანონის თანახმად, არაკომერციულმა ორგანიზაციებმა პუბლიკაციებს უნდა დაურთონ შესაბამისი მითითება, რომ უცხოური წარმომადგენლის კონტენტია. კანონი იუსტიციის სამინისტროს უფლებას ანიჭებს არასამთავრობო ორგანიზაციების ინსპექტირება ჩაატაროს, მათ საქმეებში ჩაერიოს, ასევე საქმიანობა შეუჩეროს საკუთარი შეხედულებისამებრ ექვს თვემდე ვადით, შემდგომი ლიკვიდაციის შესაძლებლობით სასამართლოში.
2024 წლის მაისში სლოვაკეთის მმართველმა კოალიციამაც დააინიციირა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ყოველწლიურად 5000 ევროზე მეტ დაფინანსებას იღებენ უცხოური წყაროებიდან, ვალდებული არიან ყოველწლიურ ანგარიშში გაასაჯაროონ ყველა დონორის, შემომწირველისა და კრედიტორის ვინაობა და ეროვნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია დააჯარიმოს და გააუქმოს არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ ისინი არ შეასრულებენ ანგარიშგებისა და შესაბამისი მითითების ვალდებულებებს. საბოლოოდ, სლოვაკეთში კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა 2024 წლის შემოდგომამდე გადაიდო, მთავარ მიზეზად კი პრემიერ-მინისტრ ფიცოზე მაისში მომხდარი თავდასხმა დასახელდა.
მსგავსებები ამ 4 კანონმდებლობაში:
· ოთხივე ტერიტორიაზე ინიციირებული კანონპროექტის მიზნები ერთმანეთის მსგავსია – გულისხმობს სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზირების, აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის მექანიზმებით აღჭურვის მცდელობებს და ეხება არასამთავრობო სექტორს სრულად ან მის მნიშვნელოვან ნაწილს;
· ოთხივე კანონპროექტი ინსპირირებულია რუსეთში არსებული კანონისგან – მსგავსებები, როგორც იარლიყის მიწებების კუთხით, ასევე აღსრულების მექანიზმების მხრივ, არის მკაფიო.
· ოთხივე კანონპროექტის ინიციირებამდე, ინიციირების თუ მიღების პარალელურად, ხელისუფლებებმა საზოგადოებრივი განწყობების მანიპულირების მიზნით იდენტური დეზინფორმაციული ნარატივები გამოიყენეს.
ამ კანონების ამოქმედებით რუსეთის საგარეო პოლიტიკური ამოცანები ოთხივე ტერიტორიაზე მიიღწევა – საქართველოსა და ყირგიზეთში დამყარდება რუსული ტიპის ავტოკრატიული მმართველობა, რომლის შედეგადაც ჩაიხშობა თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება. ასეთ შემთხვევაში რუსეთისთვის გაცილებით უფრო მარტივი იქნება სამომავლო საინფორმაციო თუ სხვა ტიპის ჰიბრიდული კამპანიების წარმოება. საქართველოს შემთხვევაში ამას თან ერთვის კიდევ ერთი ფაქტორი, კანონი მიიღეს მასშტაბური პროტესტისა და ევროკავშირისგან და -სგან მიღებული არაერთი კატეგორიული გაფრთხილების მიუხედავად, რომ ეს ცვლილებები დასავლეთთან ურთიერთობებს მნიშვნელოვან ზიანს მოუტანდა და ევროპული მომავლის საბოლოო საბოტაჟი მოხდებოდა; თუკი რესპუბლიკა სერბსკაში ეს კანონი ამოქმედდება, ბოსნია- ჰერცეგოვინას ევროკავშირში ინტეგრაცია მნიშვნელოვნად შეყოვნდება, რასაც გავლენა ექნება მთლიანად დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ევროპულ ინტეგრაციაზე. ეს კი მნიშვნელოვანია რუსეთისა და სერბეთის ურთიერთობებისა და ზოგადად, ამ რეგიონში რუსეთის ინტერესების განმტკიცებისთვის. ხოლო სლოვაკეთში ამ კანონის ამოქმედება უნგრეთთან ერთად კიდევ ერთ პრობლემურ სახელმწიფოს გააჩენს ევროკავშირში, რაც კრიზისის დამატებითი კერა შეიძლება გახდეს.
დეზინფორმაცია, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის მობილიზების იარაღი 2012 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე და “აგენტების კანონის” ხელმოწერამდე რამდენიმე თვით ადრე, პუტინმა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხო ბატონების“ ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, მათი მიზანი დესტაბილიზაცია იყო.
პუტინის თქმით, აშშ რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობდა, ამაში მას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებოდნენ. ანალოგიური გზავნილები ე.წ. “აგენტების კანონის” პარალელურად საქართველოში, სლოვაკეთში, ყირგიზეთსა და სერბსკას რესპუბლიკაშიც გამოჩნდა.
“სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ბოროტმოქმედი”
„სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ბოროტმოქმედი“, ერთ-ერთი დეზინფორმაციული ნარატივია, რომელიც კანონთან მიმართებით ხშირად ისმოდა. ოთხივე სახელმწიფოში კანონპროექტების ინიციატორები არასამთავრობო სექტორის მიმართ იდენტურ გზავნილებს იყენებდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ NGO სექტორი იყო გაუმჭვირვალე და უცხო ძალების ინტერესებს ეროვნული ინტერესების ხარჯზე ემსახურებოდა. ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ეკლესიას ებრძოდნენ და LGBTQ პროპაგანდას ეწეოდნენ. მათი თქმით, სამოქალაქო საზოგადოება დესტაბილიზაციას ცდილობდა და მიზანი ქვეყნის რუსეთთან წინააღმდეგ ომში ჩათრევა იყო. ხელისუფლებები მუდმივად ხაზს უსვამდნენ, რომ სამოქალაქო სექტორს პოლიტიკური მიზნები ჰქონდა, ოპოზიციასთან თანამშრომლობდა, ხოლო ხელისუფლებასა და დემოკრატიულ სახელმწიფოს ძირს უთხრიდა.
მაგალითად, ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდასაჭერად მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასრულებისთანავე განაცხად ა , რომ „საქართველოში არიან უმდიდრესი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც გაცილებით მეტი დაფინანსება აქვთ, ვიდრე პარტიების უმეტესობას და ჩვენ ვნახეთ, საით არის ეს ყველაფერი მიმართული.. ფაქტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ფული, რომლითაც ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაციები, არის სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხელისუფლების წინააღმდეგ…“.
ანალოგიურად, მმართველი პარტიის ლიდერები არასამთავრობო სექტორს მეორე ფრონტის გახსნის მცდელობასა და რევოლუციის მოწყობის ორგანიზებაში ადანაშაულებდნენ. „2022 წელს „ენჯეოები“ ღიად შეუერთდნენ მეორე ფრონტის კამპანიას. ისინი ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ითხოვდნენ სანქციების დაწესებას“, ამტკიცებდა პრემიერ-მინისტრი და მიანიშნებდა, რომ დასავლურ სანქციებთან მიერთება საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა.
საბოლოოდ “ქართულმა ოცნებამ” უფრო დიდი შეთქმულების თეორია შე მოიტან ა , რომლის თანახმადაც ე.წ. „გლობალური ომის პარტიას” აქვს გადამწყვეტი, კრიტიკული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში“, და მათი კარნახითა და დაფინანსებით მოქმედებს არასამთავრობო სექტორი.
არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზებისთვის “ქართული ოცნება” ტრადიციული ღირებულებების დაცვას და ამ მოტივით არასამთავრობო სექტორის, როგორც თითქოსდა “ლგბტ პროპაგანდის” გამავრცელებლის დარეგულირების საჭიროებას უსვამდა ხაზს, რისთვისაც კანონი საუკეთესო საშუალება იქნებოდა.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის დემონიზაცია ახალი არ არის სლოვაკეთისთვისაც, სადაც სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც პრემიერ- მინისტრი რობერტ ფიცო ხელმძღვანელობს, წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორს, როგორც უცხო ძალების იარაღს წარმოაჩენდა და დასავლელ მოკავშირეებს მუდმივად თავს ესხმოდა. 2023 წელს ხელისუფლებაში ხელახლა მოსული ფიცო აცხადებდა:
„ბოლო ხუთი-ათი წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები სლოვაკეთში საშინელ საქციელს სჩადიან და ბუნებაში ბალანსს არღვევენ“.
რაც შეეხება ყირგიზეთს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა და ატა-ჟურტის პარტიის წარმომადგენელმა ნადირ ნარმატოვამ, რომელიც დასავლეთისადმი უარყოფითი განწყობით ცნობილია, აღნიშნა, რომ ქვეყანაში მომხდარ სამ რევოლუციასა და ბუნტში დამნაშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან.
კანონის მიღებამდე, კანონპროექტის ავტორებმა ყირგიზეთში კრემლის მსგავსი რიტორიკა გამოიყენე ს და ამბობდნენ, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ძალისხმევა მხოლოდ უცხოური დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული.
არასამთავრობო სექტორის საწინააღმდეგო ნარატივები აქტიურად ვრცელდებოდა სერბსკაშიც. იუსტიციის მინისტრი მილოშ ბუკეჟლოვიჩი ამტკიცებდა, რომ „არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსების უკანონო ნაკადებს იყენებენ სოციალური დესტრუქციის, დესტაბილიზაციისა და საბოლოოდ ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების მიზნით“.
“ეს არის დასავლური კანონი”
კიდევ ერთი დეზინფორმაციული ნარატივი, რომელიც ოთხივე სახელმწიფოში გვხვდება და კანონის სასარგებლოდ ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად გამოიყენება, დოკუმენტის ე.წ. დასავლური წარმომავლობაა. უფრო კონკრეტულად კი ხელისუფლებები მუდმივად ამბობდნენ, რომ კანონი აშშ-ის “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” ზუსტი ანალოგი იყო, ასევე ადარებდნენ ევროდირექტივას, კანონმდებლობებს საფრანგეთსა და კანადაში.
ჯერ კიდევ 2023 წელს ცდილობდა საქართველოს ხელისუფლება საზოგადოება დაერწმუნებინა იმაში, რომ კანონი აშშ-ის “ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” მსგავსი იყო.
“ფარა (Foreign Agents Registration Act) 1938 წელს მიიღეს ფაშისტების წინააღმდეგო, ფაშისტების წინააღმდეგ კი მიიღეს, მაგრამ დღესაც მოქმედებს „ფარას“ კანონი დიდი წარმატებით. ერთ-ერთი აქტუალური კანონია აშშ-ში და შარშან პირდაპირი თარგმანი გააკეთა ხალხის ძალამ”, ამტკიცე ბდა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე 2024 წლის აპრილში.
მმართველი გუნდი ამბობდა, რომ მსგავსი კანონი ევროპაში ან უკვე მოქმედებდა, ან მისაღებად მზადდებოდა. “ევროკავშირში უკვე ჩაშვებულია უფრო მკაცრი რეგულაციები, ეს კანონი ევროკომისიას გავლილი აქვს, უახლოეს დღეებში კი ევროპარლამენტარები მიაეჭერენ თითს და მიიღებენ,… დეფინიცია “უცხოური ძალა” რაც წერია ევროპულ კანონპროექტში, ზუსტად ისევეა გადმოტანილი ჩვენთან…” ამბობდა პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში .
“ქართული ოცნება” ცდილობდა მოსახლეობა დაერწმუნებინა, რომ კანონი არ იყო “რუსული”, როგორსაც მას არაერთგზის უწოდებდნენ პროტესტის მონაწილეები და ზოგადად, კანონის მიმართ კრიტიკულად განწყობილი აქტორები. „ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ ჩვენ გადაგვედგას ნაბიჯი, რომელიც გაატარებდა რუსულ ინტერესს,” წერდა პარტიის გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე 2024 წლის 16 მაისს.
იდენტური გზავნილები იყო სოლვაკეთშიც, სადაც კანონის ინიციატორები და მომხრეები ცდილობდნენ მოსახლეობა დაერწმუნებინათ, რომ კანონმდებლობა დასავლური წარმომავლობის იყო.
„პირადად მე თუ მკითხავთ, ერთადერთი, რაც გავაკეთეთ, სიტყვა სიტყვით გადმოვწერეთ კანონი, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ძალიან მარტივია, კანონი ამბობს, რომ სანამ არასამთავრობო ორგანიზაციები მოქმედებენ სლოვაკეთის ტერიტორიაზე, თუ ისინი საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან, მათ უნდა ჰქონდეთ უცხოური აგენტის სტატუსი. ეს არ არის ჩვენი კანონი, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების კანონი,” ამბობდა ფიცო 2023 წლის შემოდ გომაზე.
„ეს არის ზუსტად იგივე კანონი, რაც ამერიკაშია,” – ეს იყო ერთ-ერთი წამყვანი დეზინფორმაციული ნარატივი სლოვაკეთში კანონპროექტის მომზადების პერიოდში”, ამბობს ლუკას დიკუ, მთავარი რედაქტორი “იან კუციაკის საგამოძიებო ცენტრიდან”. “ეს საკანონმდებლო ცვლილება არა მხოლოდ ევროპული კანონის საწინააღმდეგოა, არამედ სლოვაკეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება,” ამატებს დიკუ.
ყირგიზულ კანონსა და შეერთებული შტატების უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს (FARA) შორის პარალელს ავლებდა მუდმივად პრეზიდენტი ჟაპაროვიც ყირგიზეთში.
„მოგეხსენებათ, FARA ითვალისწინებს უცხოური აგენტის სტატუსს არა მხოლოდ მასმედიისთვის, არამედ სხვა იურიდიული და ფიზიკური პირებისთვისაც. რეგისტრაციაზე დაგვიანება ან უარი გამოიწვევს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ამიტომ ჩნდება კითხვა, რატომ არ შეგვიძლია ამის გაკეთება?“, – განაცხადა პრეზიდენტმა ჟაპაროვმა.
სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლები აქცენტს აკეთებდნენ კანონის შესაბამისობაზე დასავლურ საკანონმდებლო ჩარჩოებთან . ოფიციალური პირების განცხადებით, კანონის მიღების წყარო აშშ-ის FARA და კანადის კანონი იყო. ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა, რომ ამ კანონის ინსპირაცია რუსული კანონი იყო.
„ამერიკის შეერთებული შტატები თავის კანონში უწოდებს უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ან უცხოელთა მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს უცხოელ აგენტებს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. ჩვენ ავიღებთ ამ ტერმინოლოგიას და შემოგთავაზებთ ამ კანონს. იმის ნაცვლად, სადაც წერია “ამერიკის შეერთებული შტატები”, დაიწერება “სერბსკას რესპუბლიკა”, სადაც წერია “აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო” დაიწერება “სერბსკას რესპუბლიკა”, მაინტერესებს, რას იტყვიან ამაზე ამერიკელები“, – თქვა მილორად დოდიკმა.
კანონის გამოწვევის შემდეგ კი სერბსკას რესპუბლიკის პრეზიდენტი ამბობდა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი სამომავლოდ ევროპულ კანონმდებლობასთან უკეთესი ჰარმონიზებაა იყო.
“სუვერენიტეტი დასავლეთის “ჩარევის” წინააღმდეგ” სუვერენული დემოკრატიის საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნარატივი იყო მმართველი პარტიების რიტორიკაში. აქცენტი ისეთ თემებზე იყო, როგორიცაა, ჩაურევლობა შიდა საქმეებში, „გლობალური ომის პარტია“ და „მეორე ფრონტი“. “ჩვენ თქვენ ნაცვლად ვიბრძვით” და “ჩვენ დაგიცავთ მავნე გავლენებისგან”, – ამ გზავნილებით ცდილობდნენ კანონისთვის მხარდაჭერის მოპოვებას.
საქართველოში მმართველმა პარტიამ დასავლელი პარტნიორების კრიტიკა კანონთან დაკავშირებით რომ არ უნდა გაითვალისწინოს, ხშირად სწორედ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის საჭიროების მოშველიებით ხდება რადგან კანონს “ქართული ოცნების” ლიდერები სუვერენიტეტის განმტკიცების მექანიზმად განიხილავენ.
„ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებაში. გარდა ამისა, ეს კანონპროექტი უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს პოლიტიკური უმცირესობის იმგვარი ძალადობრივი ქმედებების პრევენციაში, როგორიც გუშინ ვიხილეთ,“ თქვა პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი მ.
„გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა“- განაცხადა “ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 29 აპრილს გამართულ ქართული ოცნების აქციაზე. ივანიშვილმა “გლობალური ომის პარტიაც ახსენა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობაში დაადანაშაულა.
სუვერენიტეტის დაცვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა რუსეთის ში შეჭრის შემდეგ. „შეგახსენებთ, რომ სწორედ ასეთივე უხეში ფორმით ითხოვდით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისათვის და ერთი ხელის მოსმით გაგვეწყვიტა ყველანაირი ეკონომიკური და სავაჭრო კონტაქტები, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ“, პარტია „ხალხის ძალა“ 20 ივნისს IPN-თან აშშ-ის ელჩის ს ინტერვიუს საპასუხოდ წერდა.
საქართველოს მსგავსად სუვერენიტეტზე იყო აქცენტი სლოვაკეთშიც, სადაც ხელისუფლებამ “სლოვაკეთის სუვერენული საგარეო პოლიტიკა” გამოაცხადა. “თქვენ მოისმენთ სუვერენული სლოვაკეთის ხმას სლოვაკეთის სამინისტროებიდან და იხილავთ სუვერენულ სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკას”, – თქვა პრემიერმა ფიცომ 2023 წელს და ხაზს უსვამდა, რომ არ აპირებდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერას მანამ, სანამ სანქციების შესახებ ანალიზი არ იქნებოდა ხელმისაწვდომი.
ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა მთავარია გზავნილია ყირგიზეთშიც. 2024 წლის 12 თებერვალს პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა უხეშად უპასუხა აშშ-ს სახელმწიფო მდივან ს შეშფოთებას ქვეყანაში რუსეთის “უცხოური აგენტების” კანონის მსგავსი კანონმდებლობის მიღების გამო. პრეზიდენტი ჟაპაროვი ამტკიცებდა, რომ შემოთავაზებული კანონმდებლობა, რომელიც გარკვეულ ორგანიზაციებს „უცხოეთის წარმომადგენლებად“ წარმოაჩენდა, “სახელმწიფოს ინტერესების” დაცვასთან დაკავშირებით ლეგიტიმურ შეშფოთებას პასუხობდა.
პრეზიდენტის მტკიცებით სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა საკუთარი შეფასებები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ყალბი და არასწორი ინფორმაციის საფუძველზე გააკეთა. ასევე ღიად გამოხატა უკამყოფილება და თქვა, რომ თუ კი ანალოგიური კანონის მიღება ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლებოდა, რატომ არ უნდა შეიძლებოდეს იმავეს ყირგიზეთში გაკეთება.
მილორად დოდიკის მთავრობა კი გამუდმებით ლაპარაკობს ავტონომიისა და სუვერენებიტეტის არარსებობაზე სერბსკას რესპუბლიკაში, რაც მათი თქმით, პირდაპირი შედეგია იმისა, რომ უცხოელი პარტნიორები შიდა საქმეებში ერევიან .
”მე ვეთანხმები, რომ ბოსნია და ჰერცოგოვინა არ არის სუვერენული დასავლეთისადმი დამორჩილებული ბოსნიური პოლიტიკის გამო”, – თქვა მილორად დოდიკმა.
ამასთან, გასული წლის მაისში, პუტინთან შეხვედრისას დოდიკმა განაცხადა, რომ „სერბსკას რესპუბლიკა რჩება პრო-რუსული, ანტი-დასავლური და ანტი-ამერიკული“.
იდენტური მექანიზმები იდენტური მიზნებისთვის
4 ქვეყანაში მთავარი მიზანი ერთია, რომ ხელისუფლების ხელში აღმოჩენილიყო ახალი, რეპრესიული და არაპროპორციული მექანიზმი მათთვის არასასურველი დემოკრატიული არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციების საქმიანობის შესაზღუდად. ამ მიზნის მისაღწევად კი 4 კანონმდებლობა რამდენიმე იდენტურ მექანიზმს იყენებს.
პირველ რიგში, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზირება და მათთვის უცხოური აგენტის ან უცხოეთის ინტერესების გამტარებლის იარლიყის მიწებება. ამას თან ერთვის არაპროპორციული სანქციებისა და აღსრულებითი მექანიზმი, რომელიც, ფაქტობრივად, ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში შეუძლებელს გახდის ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობას. საქართველოს შემთხვევაში ეს ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშების დაყადაღების შესაძლებლობაა, ყირგიზეთის, რესპუბლიკა სერბსკასა და სლოვაკეთის შემთხვევაში კი ახალი ვალდებულებების არ შესრულების შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერება ან აკრძალვა.
ასევე, მნიშვნელოვანი მსგავსებაა, რომ ეს კანონმდებლობა სამოქალაქო სექტორს და მედიას სრულად ან მნიშვნელოვანწილად მოიცავს. თუკი რომელიმე ქვეყნის რედაქციაში დაკონკრეტებულია კანონმდებლობით რეგულირებული საქმიანობები, ეს იმდენად ზოგადია, რომ მაინც შესაძლოა ნებისმიერ მნიშვნელოვან არასამთავრობო აქტორზე გავრცელდეს. საბოლოო ჯამში კი ეს ფაქტორები ერთხმად ეხმიანება რუსეთში არსებულ კანონმდებლობას „უცხოელი აგენტების“ შესახებ.
თითოეულ სახელმწიფოში ამ საკანონმდებლო ინიციატივებს მუდმივად თან ახლდა მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიები იდენტური გზავნილებით. ასევე, მუდმივად იყო პროტესტი და კრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, აშშ-სგან და ევროკავშირისგან. ეს რეაქციები, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ სახელმწიფოებში დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებების შეზღუდვას. “უცხოური გავლენის შესახებ” კანონები არამხოლოდ ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ სახელმწიფოებს დასავლეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს ართმევს, რუსეთთან კი მნიშვნელოვნად აახლოებს. საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შემთხვევაში დამატებით აფერხებს ამ ქვეყნების პერსპექტივებს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
მასალა მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორის ან ორგანიზაციის შეხედულებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენ გვინდა მყარი, ძლიერი სიმშვიდე და არა ასეთი მოჩვენებითი – ეს არის მოღალატეობრივი, რუსული მენტალობის მთავრობა, რომელსაც არცერთი ნორმალური ქვეყანა აღარ იღებს, პრემიერის კარები დაიკეტა