რაულმა შესაძლოა, ყოფილი კლუბი ჩაიბაროს

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა რაულმა შესაძლოა, თავისი ყოფილი კლუბი “შალკე” გაწვრთნას, სადაც კარიერის ბოლო ხანები თამაშობდა და 66 შეხვედრაში 28 გოლიც მოაგროვა.
ესპანელი ამჟამად “რეალ მადრიდ კასტილიას” ავარჯიშებს და სამომავლოდ “ბლანკოსის” ძირითადი გუნდის გაწვრთნა აქვს მიზნად დასახული.
თავის მხრივ, “შალკეს” ძალიან მძიმე დროება უდგას და მეორე ბუნდესლიგიდან გავარდნა ემუქრება. გელზენკირხენელებს 6 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვთ და მე-16 პოზიციაზე იმყოფებიან, რომელიც გადათამაშების ზონისაა.