იტალიელ მოსწავლეებს AI ასისტენტები ეყოლებათ

იტალიელ სკოლის მოსწავლეებს AI-ზე დაფუძნებული ვირტუალური ასისტენტები ეყოლებათ. საგანმანათლებლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენების საპილოტე პროექტი ქვეყნის ოთხი რეგიონის 15 სკოლაში დაიწყო.
მიზანი: სწავლების ხარისხისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება და უფრო ფართოდ, იტალიის ციფრული განხეთქილების შემცირება ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით.
თუ ექსპერიმენტი წარმატებული იქნება, AI ტექნოლოგიები დაინერგება სასკოლო განათლების სისტემაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.
წყარო: euronews