ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში 100-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
საჰაერო იერიშებში მონაწილეობა ისრაელის საჰაერო ძალების ათობით მოიერიშე თვითმფრინავმა მიიღო.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დღეს, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან საფედის მიმართულებით 40-მდე რაკეტა გაუშვა.
„ჰეზბოლას“ სარაკეტო თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.