ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე გადადგა

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე გადადგა. ამის შესახებ მან დღეს, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დასასრულს განაცხადა. მიზეზად ჭიჭინაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა დაასახელა.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას. კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვწყვეტ უფლებამოსილებას საკრებულოს თავმჯდომარეობიდან“,- განაცხადა რამაზ ჯინჭარაძემ.
26 სექტემბერი ბოლო დღეა, როცა არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა პარტიული სიები უნდა წარადგინონ. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ უსკოს თავმჯდომარისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა, რიგი თანამდებობის პირები დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით