ცხინვალი აცხადებს, რომ თბილისს “საზღვრის კანონდამღვევი” გადასცეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხდებს, რომ “საქართველოს გადასცეს მისი მოქალაქე ვასილ სალამაშვილი, რომელმაც რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია”.
ცხინვალის განცხადებითვე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს 43 წლის მკვიდრი მათმა მესაზღვრეებმა 24 სექტემბერს ლენინგორის [ახალგორი -რედ.] რაიონის მონასტრის მიდამოებში დააკავეს.
“იმასთან დაკავშირებით, რომ კანონდამღვევს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა [КГБ] გადაწყვიტა, ის ქართულ მხარეს ჯარიმის გარეშე გადასცეს”.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ჯაფარიძე პენსიონერებს – 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება თქვენი უზრუნველი სიბერე, 1-ელ დეკემბრამდე გაგინულდებათ საპენსიო სესხები, პენსია გახდება მინიმუმ 1000 ლარი