დააკავეს სოჭის ყოფილი მერი, რომელიც მანამდე უკრაინაში საომრად წავიდა

სოჭის ყოფილი მერი ალექსეი კოპაიგოროდსკი ოკუპირებულ ლუგანსკში დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს. „კავკაზ. რეალიის“ თანახმად, ამის შესახებ ცნობას ს უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებული ტელეგრამის არხები ავრცელებენ.
სახელმწიფო სააგენტო “რია ნოვოსტი” წერს, რომ კოპაიგოროდსკის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არ არის ცნობილი, თუ კონკრეტულად რას უკავშირდებოდა ყოფილი ჩინოვნიკის მიმართ პრეტენზიები.
“რია ნოვოსტის” წყაროს თანახმად, გაჩხრიკეს სოჭის მერის ყოფილი მოადგილის, ოლეგ ბურლიაევის და ქალაქის ხოსტინსკის რაიონის ხელმძღვანელის, ივან სავინის სახლები. საგამოძიებო კომიტეტი ასევე დაკითხავს კოპაიგოროდსკის მეუღლეს, ანასტასია გრედინას.
ალექსეი კოპაიგოროდსკი სოჭის ხელმძღვანელი იყო 2019 წლის სექტემბრიდან. მიმდინარე წლის მაისში იგი თანამდებობიდან გადადგა და როგორც “მოხალისე”, ომში წავიდა ში. ყოფილი მერი „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში“ ოფიცრად მსახურობდა. ივლისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მისი ყოფილი მრჩეველი როდიონ პიშურა ეჭვმიტანილია სასაფლაოებში ადგილების უკანონო გაყიდვის თაობაზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე.
· უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე, სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონების ათობით მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და დეპუტატებმა გამოაცხადეს ომში “მოხალისეებად” წასვლის შესახებ. „კავკაზ.რეალიის“ თანახმად, მათი ეს „მოხალისეობა“ შეიძლება უკავშირდებოდეს როგორც კარიერულ კიბეზე ასვლის სურვილს, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნის თავიდან აცილების მცდელობას.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ჯაფარიძე პენსიონერებს – 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება თქვენი უზრუნველი სიბერე, 1-ელ დეკემბრამდე გაგინულდებათ საპენსიო სესხები, პენსია გახდება მინიმუმ 1000 ლარი