Yandex GO – ის სკანდალის შემდეგ საქართველოში Яндекс Еда იწყებს ფუნქციონირებას

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოში, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, უპრეცენდენტო ამბავი მოხდა – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიერ Yandex GO -ს და Yandex Pro-ს პროვაიდერი კომპანია „რაიდტექ ჯორჯია“ დააჯარიმა. საქმე ეხება ფაქტს, როცა შემოწმებისას დადგინდა, რომ ინტერნეტ კავშირის მონიტორინგის პროცესში აპლიკაცია დაუკავშირდა ს ფედერაციაში მდებარე სერვერებს…
ჯარიმა, პრაქტიკულად, სიმბოლურია 4 000 ლარი, მაგრამ ფაქტია მთავარი – ანუ, ის რაც ყველამ ისედაც იცოდა, რომ რუსულ „იანდექსთან“ თანამშრომლობა მომხმარებლის პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაციის რუსული სპეცსამსახურებისთვის გაზიარებას ნიშნავს, დადასტურდა.
ესეც რომ არა, საერთაშორისო პოლიტიკური და ბიზნეს წრეები წლებია ღიად საუბრობენ „იანდექსის“ რუსულ სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირზე და პრაქტიკულად განიხილავენ მას, როგორც სპეცსამსახურებისთვის იოლად ხელმისაწვდომ პირად მონაცემთა უნიკალურ ბაზას, სადაც ონლაინ რეჟიმში ახლდება ათეულობით მილიონი პირადი მონაცემის შემცველი ინფორმაცია. ეს აღქმა და პრაქტიკულად, ეს ინფორმაცია, სერიოზულად არც არავის უარუყვია.
კიდევ სხვა საკითხია, რომ Яндекс -სის ზურგს უკან არის რამდენიმე მასშტაბური ქეისი, როცა რუსულ ინტერნეტ სივრცეშიც კი გაჟონა მათი მომხმარებლების პირადმა მონაცემებმა, საპასპორტო ინფორმაციამ, ტელეფონების ნომრებმა, საბარათე მონაცემებმა, სახლისა და სამსახურის მისამართებმა, კონკრეტული შეკვეთების შემადგენლობამ და მათში გადახდილმა ზუსტმა თანხებმა (საუბარია Яндекс Еда -ს 2022 წლის სკანდალურ ისტორიაზე).
ამ ფონზე, კიდევ უფრო საინტერესო ხდება, როგორ წარიმართება საქართველოს მიტანის (დელივერი) ბაზარზე„იანდექსის“ კიდევ ერთი პროდუქტის – Яндекс Еда -ს შემოსვლის პროცესი.
ის რომ Яндекс Еда -ს ქართულ ბაზარზე პრეტენზია აქვს, იქედანაც თვალნათლივ ჩანს, რომ „იანდექს ტაქსის“აპლიკაციაში პირდაპირ და აგრესიულად მიმდინარეობს კვების მიტანის სერვისის რეკლამირება.
უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მიტანის სერვისის რუსული პლატფორმული ბიზნესი მისი წინამორბედის მსგავს იოლ ბედს არ უნდა ელოდეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართულმა ბაზარმა Яндекс Еда ისევე პრაქტიკულად უკრიტიკოდ მიიღოს, როგორც ეს „იანდექს ტაქსის“ შემთხვევაში მოხდა.
ამ მოლოდინს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს და ბუნებრივია, Яндекс Еда, საქართველოში შემოსვლისას და დამკვიდრების მცდელობისას, სერიოზულ წინააღმდეგობებს შეხვდება.
ერთ-ერთი წინააღმდეგობა არის ის, რომ Яндекс Еда – ს ბაზარზე ხვდება უკვე კარგად ინტეგრირებული და წარმატებული რამდენიმე საერთაშორისო „დელივერი“ პლატფორმული სერვისის განმახორციელებელი კომპანია.
მაგრამ ეს არ არის ის მთავარი წინააღმდეგობა, რაც Яндекс Еда – ს ქართულ ბაზარზე დამკვიდრებაში ხელს შეუშლის. მთავარი ფაქტორი საზოგადოების განწყობაა.
უნდა ითქვას, რომ ქართული საზოგადოება რუსული ბიზნესის წინააღმდეგი არ არის მანამ, სანამ ის ამა თუ იმ სეგმენტში ან უკონკურენტოდ იაფია, ან შეუდარებლად მორგებული კლიენტის მოთხოვნებსა და მოთხოვნილებებზე. ყველა სხვა შემთხვევაში, ქართველი მომხმარებლის ბუნება ისე ჩამოყალიბდა, რომ რუსულს ნებისმიერი სხვა წარმოების და წარმომავლობის პროდუქტსა და სერვისს ამჯობინებს.
შესაბამისად, არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში, Яндекс Еда – სთვის პრივილეგირებული მდგომარეობის მიღწევა წარმოუდგენელი ჩანს.
ამას გარდა, განმსაზღვრელი ფაქტორია ისიც, რომ ქსელური მარკეტები, ქსელური და პოპულარული კვების ობიექტები და სხვა ბიზნეს კომპანიები, რომლებიც უკვე სრულად არიან ადაპტირებულები პლატფორმულ ბიზნესებთან თანამშრომლობაზე, კარგად გრძნობენ მომხმარებლის დამოკიდებულებას და Яндекс Еда – სთან მჭიდრო და დეკლარირებულ ან პრინციპული მოსაზრებიდან გამომდინარე, ან მომხმარებლის usafrTxoebis an ლოიალობის დაკარგვის შიშით, უბრალოდ ერიდებიან.
ამის თქმის საშუალებას იძლევა ის მიკრო გამოკითხვა, რომელიც „კომერსანტმა“ პლატფორმულ ბიზნესებთან მჭიდროდ დაკავშირებულ კომპანიებთან ჩაატარა. გამოიკითხა ისეთი კომპანიები, როგორიცაა: „კარფური“; „გუდვილი“; „სპარი“; „ვისოლ ჯგუფი“; „“; „ავერსი“; GEPHA; PSP; KFC; „8000 მოსავალი“ „ევროპროდუქტი“; „ალკორიუმი“; McDonald’s ; „პური გულიანი“ და სხვ.
კომპანიებს ვეკითხებოდით:
· გეგმავდნენ თუ არა Яндекс Еда- სთან თანამშრომლობას, თუ არა, რატომ?
· თანამშრომლობის შემთხვევაში, იღებდნენ თუ არა პასუხისმგებლობას მათი მომხმარებლების პირადი მონაცემების დაცვაზე?
· რას ფიქრობდნენ – როგორ აისახებოდა სრულად რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობა მომხმარებელის მათდამი ლოიალობაზე?
· იქნებოდა თუ არა მათთვის Яндекс Еда- სთან პოტენციური თანამშრომლობის გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი შესაძლო შემოთავაზებული, პრაქტიკულად, დემპინგური პირობები და სხვ.
გამოკითხულ მსხვილ კომპანიათა პრაქტიკულად სრული უმრავლესობა (როგორიცაა, „კარფური“; Mcd; „სპარი“ და სხვა) პირდაპირ აცხადებს, რომ არ ითანამშრომლებს რუსულ „დელივერი“ ბიზნესთან.
იმ ფონზე როცა უკვე პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ოფისი ადასტურებს იანდექსის პლატფორმების დაუცველობას,
ერთი მხრივ, რუსულ კომპანიასთან თანამშრომლობა ქართულ ბიზნესს გაუგებარია რატო უნდა უნდოდეს?! მეორეს მხრივ, ამას ემატება რისკი, რომლის წინაშეც მომხმარებელი აღმოჩნდება.
შესაბამისად ყველა ის ქართული მწარმოებელი და კომპანია, რომლიც Яндекс Еда – სთან თანამშორმლობას არ აპირებს, ამით სწორ, პასუხისმგებლიან და ამავე დროს, საქმიანად გამართლებულ პოზიციაზეა.
ასევე მათ იციან, რომ დღეს შესაძლოა ამ თანამშრომლობაზე პასუხი არავინ მოთხოვოს, თუმცა იმდენი კითხვა არსებობს თუნდაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომ ხვალ Яндекс Еда – ს პარტნიორები შესაძლოა არაერთი რისკის წინაშე თავად დადგენენ.
დღესდღეობით, ერთადერთი ბიზნესი, რომელიც Яндекс Еда – სთან საქმიან ურთიერთობაში ვერც უსაფრთხოების და ვერც მორალურ პრობლემას პრაქტიკულად ვერ ხედავს, არის „ხინკალი ჰაუსი“, რომლის წარმომადგენელიც ახლახანს ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას რუსულ პლატფორმულ ბიზნესთან შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივას ასე გამოეხმაურა: „იყო შემოთავაზება, თუმცა ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება…რაც შეეხება რუსულ ფაქტორს, ბევრი რამაა აქ რუსული და ყველაფერი უნდა გავაჩეროთ? ..“
ასეა თუ ისე, უნდა ითქვას, რომ Яндекс Еда -სთან დაკავშირებული მსხვილი ქართული კომპანიების დამოკიდებულება იმის გამოხატულებაა, რომ კომპანიები, ვისთანაც პოტენციურად უნდა ითანამშრომლოს Яндекс Еда -მა, კარგად გრძნობენ და აფასებენ ამ თანამშრომლობის თანმდევ პოტენციურ რისკებს, როგორც რეპუტაციული, ისე საკუთარი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების და გრძელვადიან სურათში, წმინდა ბიზნესური თვალსაზრისითაც.
ასე რომ, რაზეც უნდა წავიდეს Яндекс Еда საქართველოში საკვების მიტანის ბაზარზე დამკვიდრების მცდელობისას, მას სერიოზული კონკურენტული და საზოგადოებრივი წინააღმდეგობები შეხვდება.