Quarta Caffè – იტალიური ბრენდის წარმატებული დებიუტი თბილისის ყავის ფესტივალზე

Quarta Caffè საქართველოში ახლა მკვიდრდება და ყავის ქართველი მოყვარულების საკმაოდ პრეტენზიულ მოთხოვნებს უკვე წარმატებით პასუხობს. თბილისში ახლახანს გამართულ ყავის რიგით მეორე ფესტივალზე Quarta Caffè -ის პროდუქციამ ფესტივალის სტუმრების დამსახურებული აღიარება მოიპოვა.
როგორც Quarta Caffè -ის წარმომადგენელი საქართველოში, ირინა აბაშიძე აღნიშნავს, ყავის ფესტივალზე Quarta Caffè -ის დებიუტი მოსალოდნელზე მეტი წარმატებით შედგა, რაც იტალიაში ფართოდ აღიარებული ამ არომატული ყავის საქართველოში გავრცელების კარგი წინაპირობაა.
„ჩვენ ფესტივალის დებიუტანტები ვართ და პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჰორეკა ინდუსტრიისთვის უმნიშვნელოვანესი ამ ღონისძიების უკლებლივ ყველა ორგანიზატორს იმ კოლოსალური შრომისთვის, რაც მათ გასწიეს ფესტივალზე მუშაობის პროცესში.
დარწმუნებული ვარ, ყველასთვის, ვინც ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია წარადგინა, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო იყო ის ბიზნეს შეხვედრები, რაც ინდუსტრიაში ჩართული კომპანიების ურთიერთდასაკავშირებლად გაიმართა. ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა საშუალება ყავის ინდუსტრიაში არსებულ საუკეთესო გამოცდილებას და შესაძლებლობას გაცნობოდა. ასევე, ვფიქრობ, ყველასთვის საინტერესო იყო ის სახალისო და შემეცნებითი შეჯიბრები, რომლებიც ლატე არტში, ანუ ყავით ხატვაში და ყავა-ალკოჰოლში ჩატარდა.
ჩვენთვის, Quarta Caffè -სთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ის ფაქტი, რომ თბილისის ყავის ფესტივალისთვის იტალიიდან სპეციალურად ჩამოსული ჩვენი მთავარი ბარისტა, საქვეყნოდ ცნობილი ანჯელო სეგონი ფესტივალის ორგანიზატორებმა ბარისტების კონკურსის ჟიურიში მიიწვიეს და მან ამ კონკურსის ობიექტურად შეფასებაში მიიღო მონაწილეობა.
ფაქტია, როგორც მთელ მსოფლიოში, ჩვენთანაც იზრდება ყავის მოხმარება. შეუდარებლად დაიხვეწა მომხმარებლის გემოვნება და მოთხოვნები. ბიზნესიც ამ გამოწვევას ადეკვატურად პასუხობს და ხვეწს შეთავაზებულ პროდუქციასა თუ სერვისს ხარისხობრივად და სტრუქტურულად. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა თბილისის ყავის ფესტივალზე“, – აღნიშნა ირინა აბაშიძემ.
რაც შეეხება საკუთრივ Quarta Caffè -ის პროდუქციას, როგორც იტალიური ბრენდის წარმომადგენელმა განმარტა, კომპანიის ნაწარმი პულიას რეგიონის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია, რომელიც ასევე დიდი აღიარებით სარგებლობს დანარჩენ იტალიაში და წარმატებით ვრცელდება მსოფლიოს მასშტაბით.
„1950-იან წლებში ლეჩეში (პულიას რეგიონი) დაწყებული ყავის მომხალავი პატარა საოჯახო ბიზნესი, საქმისადმი თანმიმდევრულმა და პროფესიულმა მიდგომამ და კუარტების ოჯახის თავდაუზოგავმა შრომამ მალევე ჩამოაყალიბა, როგორც მზარდი, მსოფლიო დონის კომპანია და დღეს უკვე ამ საქმეს ოჯახის მეოთხე თაობა უდგას სათავეში.
Quarta Caffè სადღეისოდ ბაზარს სთავაზობს მოხალული ყავის მარცვლებს. კომპანიის „პორტფოლიოშია“ ასევე სხვადასხვა არომატული ნაზავები.
Quarta Caffè -ის ქარხანა, როგორც მანქანა დანადგარების ხარისხით, ისე ტექნოლოგიური პროცესით და წარმოების ციკლით, სრულად პასუხობს ყავის ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნებს, რაც სხვადასხვა აუდიტორული დასკვნით, მათ შორის, ყავის ინდუსტრიის კონტექსტში აღიარებული, სხვადასხვა შესაბამისი სერთიფიკატით დასტურდება.
კომპანია პროდუქციას სთავაზობს, როგორც პრემიუმ, ისე რეგულარ სეგმენტს და საკუთარი ნაწარმით თანაბრად აკმაყოფილებს ყველა ტიპის მომხმარებლის ხასიათს და ეს ერთგვარად ჩვენი კონკურენტული უპირატესობაცაა“, – აღნიშნა ირინა აბაშიძემ.
მისი თქმით, Quarta Caffè -ის პროდუქციის მთავარი საიდუმლო, რითიც ის ყავის მოყვარულთა გულებს იბყრობს, მისი ხელმისაწვდომობაა ნებისმიერი მოთხოვნილებისა და შესაძლებლობის მომხმარებლისთვის.
„Quarta Caffè -ის პროდუქცია წარმოდგენილია მარცვლებადაც, დაფქული სახითაც, ასევე ვეგანურ, ბიოდეგრადირებად, კომპოსტირებულ კაფსულებადაც.
ეს არის ნამდვილი, ტიპური იტალიური ყავა პულიას რეგიონიდან, რომელიც მაშინაც კი შეგიძლია სიამოვნებით დააგემოვნო, როცა არ გაქვს პროფესიონალური აპარატი. და მთავარი ის არის, რომ ეს პროცესი ერთნაირად საინტერესოა როგორც ბარში, ისე საკუთარი ბინის მყუდრო გარემოში.
აი, თუნდაც ესპრესოს შემთხვევაში, – წარმოიდგინეთ – უმაღლესი ხარისხის ყავის ნაზავები, საპრესი აპარატი (ფრენჩ პრესი), ახლად დაფქული ყავის ზუსტი დოზა და ბოლოს ის სანუკვარი 25 წამი, რომელიც სრულყოფილი დუღილის პროცესს პირდაპირ თქვენს ჭიქაში ასრულებს.
გაამოთ Quarta Caffè – ასე დაგვემშვიდობა ირინა აბაშიძე ყავის მესამე ფესტივალამდე, თუმცა იქვე დასძინა, რომ სულ რაღაც ერთ თვეში თბილისში სტუმრად კუარტების ოჯახის თავი – ანტონიო კუარტა ჩამოდის და შესაბამისად, Quarta Caffè -ს ყავის მოყვარულთათვის მალევე ბევრი სიახლე ექნება.