პარლამენტი პარტიებისთვის შემოწირულობების შეზღუდვას დაჩქარებული წესით განიხილავს

პარლამენტი იურიდიული პირების მიერ პარტიებისთვის შემოწირულობების შეზღუდვასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს.
კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვაზე გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობის გაცემა აეკრძალება. გარდა ამისა, პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.04%-ს, ნაცვლად 0.05%-ისა.