წელს ანტალიაში ჩასული ტურისტების რაოდენობამ 13,5 მილიონს გადააჭარბა

ანტალიაში 1-ლი იანვრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით ჩასულმა უცხოელი ტურისტების რაოდენობამ 13,5 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას Anadolu ხმელთაშუა ზღვის ტურისტული სასტუმროების და ოპერატორების ასოციაციის პრეზიდენტზე კაან კავალოღლუზე დაყრდნობით ავრცელებს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მასპინძლობენ სხვადასხვა ეროვნების ტურისტებს.
,,ეს ჩვენთვის იმედისმომცემი მაჩვენებელია. შარშანდელთან შედარებით 8%-იანი ზრდაა”,- განაცხადა კავალოღლუმ.
მისივე თქმით, ანტალიაში, სტამბულში ან სხვა პროვინციებში ჩასული ყველა ტურისტი სასტუმროებში არ რჩება. როგორც მან აღნიშნა, სასტუმროებს უპირატესობას ოჯახები ანიჭებენ.
bpn.ge