აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2024 წლის ეკონომიკურ პროგნოზს ზრდის

საქართველოში მომსახურების სფეროსა და შიდა მოხმარების მნიშვნელოვანმა ზრდამ 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა დააჩქარა, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალ ანგარიშში.
აზიის განვითარების პროგნოზის 2024 წლის სექტემბრის პუბლიკაცია საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 7%-ით ვარაუდობს, რაც მიმდინარე წლის აპრილში გაცხადებული 5%-იანი მოლოდინიდან შესამჩნევი მატებაა. 2025 წლის ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5.5%-ზე ნარჩუნდება.
საქართველოს ეკონომიკის ზრდა განაპირობა 9.7%-იანმა მატებამ სატრანსპორტო და სასაწყობე სფეროებში, 8.5% საბინაო და კვებით მომსახურებაში, 12.2% საინფორმაციო და საკომუნიკაციო სერვისებზე და 9.6% საფინანსო და სადაზღვევო მიმართულებებზე. შიდა მოხმარებამ — ეკონომიკური წინსვლის მთავარმა მოტივატორმა — გაზარდა შიდა ინვესტიციები. უმუშევრობა 2024 წლის პირველ კვარტალში 14%-მდე შემცირდა.
“საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ურყევ წინსვლას მიუხედავად გეოპოლიტიკური რისკებისა,” განაცხადა ADB-ის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. “ქვეყნისთვის ეს ხელსაყრელი წინაპირობაა განაგრძოს რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერება, კერძო სექტორის მხარდაჭერა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და კლიმატგამძლე სოფლის მეურნეობაში ინვესტირება.”
ინფლაცია 1.1%-მდე შემცირდა 2024 წლის პირველ ნახევარში, თუმცა ივნისში 2.2% დაფიქსირდა. ამის მთავარი მიზეზი სატრანსპორტო ხარჯების გაზრდა გახდა, ნავთობპროდუქტებზე არასტაბილური, ხოლო თამბაქოსა და ალკოჰოლზე მომატებული ფასების გამო. შედარებით სტაბილური გაცვლითი კურსისა და ფრთხილი ფისკალური პოლიტიკის შედეგად ქვეყანამ თავიდან აიცილა ფასების უფრო სწრაფად მატება.
2024 წლის პირველ ნახევარში შემოსავლების 18.5%-ით ზრდის შედეგად აღმოიფხვრა ფისკალური დეფიციტი. დაბალანსებულმა ბიუჯეტმა და სტაბილურმა ლარმა მიმდინარე წლის შუაში, მშპ-ში სახელმწიფო ვალის წილი 38.9%-მდე შეამცირა, რაც გასულ წელს 39.2% იყო. ჯამურად 30.3%-ით შემცირდა სხვა ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები, ხოლო ს ფედერაციიდან — 71.4%-ით. მკვეთრი ვარდნა ნაწილობრივ დააბალანსა -სა და ევროპიდან გაზრდილმა გადმორიცხვებმა.
მიმდინარე ანგარიშზე შესაძლოა იმოქმედოს ქვეყნის შიდაპოლიტიკურმა არასტაბილურობამ და გეოპოლიტიკურმა რისკებმა და ზეწოლა მოახდინოს გაცვლით კურსზე. ამასთან, რუსეთის ში შეჭრის მეორადი ეფექტის შედეგად შეფერხებულმა ვაჭრობამ შესაძლოა მიწოდების ჯაჭვებზე იქონიოს გავლენა და ყოველდღიური მოხმარების საქონელზე გაზრდილი ფასების გამო შექმნას ინფლაციური წნეხი.
ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება. ADB-ის ახალი, საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანას დაეხმაროს განვითარდეს მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ, ხელი შეუწყოს სახელმწიფო და კერძო სექტორის ინვესტიციებს, რეფორმებს, ცოდნის გაღმავებას, კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის შენებას და რეგიონულ ინტეგრაციას.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.