“გელათში ფრესკების დაზიანება ასე მიდის: 2020 დან დღემდე ეს ფრესკა ნესტის გამო ჯერ მარილმა დაფარა, მერე დაიშალა და საბოლოოდ ზედა ნაწილი ჩამოვარდა…
რაღაც სხვაა გასაკეთებელი აშკარად.
სისტემა არ მუშაობს – გადაწყვეტილების მიმღებიც, შემსრულებელიც, მაკონტროლებელ-შემფასებელიც ერთი მხარეა.
ბევრ ადგილას წავა ეს ცვენა, თუ რამე არ შეცვალეს.
ცუდია”, – წერს სოციალურ ქსელში კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა ვაჩეიშვილი.