ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია – „ამერიკის ხმა“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუუქმა მიწვევა მიღებაზე, რომელსაც პრეზიდენტი ტრადიციულად მართავს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის. მიღება დღეს, 25 სექტემბერს გაიმართება.
ამის შესახებ „ამერიკის ხმა” იუწყება. მას პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიიდან კობახიძის ამოღება დაუდასტურეს ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა და წყარომ კონგრესიდან.
გარდა ამისა, აშშ-ის ადმინისტრაციამ უარი თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე. მათ შორის შეხვედრაზე უარი თქვა თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა. საქართველოს დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიცაა.
„ამერიკის ხმის” ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქცევა და რიგი ნაბიჯები, მათ შორის, ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღება, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” და „აირჩიე ევროპის” წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და მმართველი ძალის განცხადებები ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ.
როგორც „ამერიკის ხმა” წერს, საქართველოს მთავრობასთან ბოლო კომუნიკაციამ აშშ-ის ადმინისტრაციას არ მისცა იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის და პირიქით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები არწმუნებს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა.
რადიო თავისუფლება კომენტარისთვის დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას და საგარეო საქმეთა სამინისტროს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა