ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი, თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა და შეხვედრის დროს ლიდერებმა, სხვა საკითხებთან ერთად, შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფა განიხილეს, – ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.
ზელენსკის განცხადებით, ერდოღანთან შეხვედრაზე სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარება განიხილა.
„ფოკუსირებული ვიყავით ორმხრივი ვაჭრობის, საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის საკითხებზე, ასევე თურქული კომპანიების მონაწილეობაზე უკრაინის რეკონსტრუქციაში. ჩვენ განვიხილეთ მშვიდობის ფორმულის განხორციელება, განსაკუთრებული აქცენტით შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველყოფაზე და ფორმულის შესაბამის პუნქტში თურქეთის ლიდერულ როლზე“, – აცხადებს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ