დონალდ ტრამპი – ბაიდენმა და კამალამ შეგვიყვანეს უკრაინაში მიმდინარე ომში, ჩვენ იქიდან უნდა გამოვიდეთ – მე ამას გავაკეთებ

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ს განცხადებით, შეერთებული შტატები ს ომიდან უნდა გამოვიდეს და რომ პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ამის გაკეთებას არ გეგმავენ.
“ბაიდენმა და კამალამ შეგვიყვანეს ამ ომში უკრაინაში, ახლა კი ვერ გამოვყავართ“, – აღნიშნა ტრამპმა ჯორჯიის შტატში ამომრჩეველთა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებს არ ჰყავს ჯარები უკრაინაში, მაგრამ ქვეყანას მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.
„ვფიქრობ, ჩვენ ამ ომში ვართ ჩარჩენილი, სანამ მე არ ვიქნები პრეზიდენტი. მე ამას გავაკეთებ. გამოვალ. ჩვენ უნდა გავიდეთ. ბაიდენი ამბობს: “არ წავალთ მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ.“ რა მოხდება, თუ ისინი გაიმარჯვებენ? ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ, როცა იბრძვიან. დაამარცხეს ჰიტლერი, დაამარცხეს ნაპოლეონი, სწორედ ამას აკეთებენ. იბრძვიან – და ეს არ არის სასიამოვნო“, – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ