ისრაელის არმიის ცნობით, ჰეზბოლას სარაკეტო ნაწილის მაღალი რანგის მეთაური მოკლა

ისრაელმა განაცხადა, რომ 24 სექტემბერს, ბეირუთზე თავდასხმისას მოკლეს ჰეზბოლას სარაკეტო ქვედანაყოფის ერთ-ერთი მეთაური.
ს არმიას და ჰეზბოლას შორის დაპირისპირება გრძელდება. ისრაელის მასიური დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თითქმის 560-მდე გაიზარდა. მოკლული სამხედრო მეთაური, იბრაჰიმ ყობეისი ჰეზბოლას შეუერთდა 1980-იან წლებში. მისი დაგეგმილი იყო 2000 წელს იერიში, რომლის დროსაც სამი ისრაელელი ჯარისკაცი გაიტაცეს და მოკლეს.
ყობეისი ბეირუთზე თავდასხმის დროს დაიღუპა, განაცხადეს სამხედროებმა და დასძინეს, რომ დარტყმის დროს მასთან ერთად იმყოფებოდნენ „სხვა მნიშვნელოვანი მეთაურები“. მაგრამ ოფიციალური პირები არ აცხადებენ, დაღუპულები არიან თუ დაჭრილები.
ლიბანის მთავრობის მიერ 24 სექტემბერს, გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპულთა შორისაა 50 ბავშვი და 94 ქალი. დაჭრილია 1835 ადამიანი.
ისრაელი ირწმუნება, რომ ლიბანის სამხრეთში და ზოგიერთ აღმოსავლეთ რაიონში მისი სამიზნეა ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ისლამისტური ორგანიზაცია ჰეზბოლას ობიექტები. ლიბანის ხელისუფლება ამტკიცებს, განადგურებული ობიექტების დიდი ნაწილი საცხოვრებელი სახლებია.
(ახალი ამბავი განახლდება)

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთან არჩევნებს არ ატარებენ „ენჯეოები“, საელჩოები და უცხოელი დამკვირვებლები, ჩვენთან არჩევნებს ატარებს ცესკო – დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც შეიძლება რაღაცაზე თვალი დაგვეხუჭა