გიგი წერეთელი – ყველას აქვს განცდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, დრამატულიც კი, რადგან განმსაზღვრელია იმის, სად წავა ქვეყანა

ვფიქრობ, ყველას, ვინც საქართველოში ჩამოდის და არჩევნებზე აქვს ინფორმაცია, განცდა აქვს, რომ ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, დრამატულიც კი, რადგან ეს არჩევნები განმსაზღვრელია იმის თუ სად წავა ქვეყანა: ევროპული კეთილდღეობისკენ თუ იზოლაციისკენ , – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი წერეთელმა ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა ობიექტური დაკვირვება და რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლები.
“ისინი, ვინც არჩევნებს დააკვირდებიან, ერთ-ერთი ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისიაა, ძალიან ნათლად აქვთ წარმოდგენილი სირთულე, ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ობიექტურობა იქნება ის დასკვნა, რომელსაც ჩვენ 27 ოქტომბერს მოვისმენთ. სადამკვირვებლო მისიის ამოცანაა, მოხდეს პრევენცია იმ სერიოზული დარღვევების, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს, ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლითაც ის აანონსებს არარსებულ უმრავლესობას და კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებას. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ხელისუფლების მხარდაჭერის დონე, ოპოზიცია გაცილებით აჭარბებს და გამარჯვებაც დიდი შანსია, რომ ოპოზიციას ჰქონდეს. ჩვენ გვჭირდება ობიექტური დაკვირვება და საერთაშორისო დამკვირვებლები, რაც შეიძლება მეტი უნდა იყვნენ საქართველოში”,- განაცხადა წერეთელმა.
მისივე თქმით, დელეგაციის წევრებს აქვთ ინფორმაცია, თუმცა ოპოზიციამ მეტი ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოზე.
“შეხვედრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ღიაა მედია საშუალებები, უცხოელი პარტნიორები ისმენენ “ქართული ოცნების” განცხადებებს და როდესაც ხელისუფლება აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ უნდა გააუქმოს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, აქ გასაგებია თუ სად მიდის ქვეყანა არჩევნების შემდეგ. ეს არის ის დრამატიზმი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ინფორმაცია აქვთ, თუმცა ჩვენ კიდევ უფრო დეტალურად ვისაუბრეთ საარჩევნო გარემოზე”,- განაცხადა წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან